"ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში" - გაგა გიგაშვილის ინტერვიუ - Marao

"ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში" - გაგა გიგაშვილის ინტერვიუ

2026-11-20 14:03:31+04:00

"დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა თავზე, მის თავზე იყო ნანგრევები, ფილები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ ფეხი ჩანდა. როცა ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა. შემდეგ ხელამდე მივაღწიეთ და ხელში სათამაშო ეჭირა, თმის სამაგრი ეჭირა რვა საათის განმავლობაში, მუჭში ეჭირა და როდესაც გავუხსენით, გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავიძახეთ, ხელი მოეჭირა თუ ესმოდა ჩვენი ხმა, ხელი მოგვიჭირა. მაშინ მივხვდით, რომ კონტაქტური იყო" - ამბობს მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი ნანგრევებიდან გამოყვანილ 3 წლის თაიაზე, გადაცემაში - "იმედის დღე".

  • "ღმერთო, რატომ? სად წახვედი, ჩვენო პატარა გოგო?" - სოფო ჯაფარიძე აფეთქების დროს გარდაცვლილი არასრულწლოვანის შესახებ

ფონიცჰალა

გაგა გიგაშვილი ერთ-ერთია იმ მეხანძრე-მაშველთაგან, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა პატარა თაია ფხალაძის ნანგრევებიდან ამოყვანის პროცესში. მისი და მისი კოლეგების სიტყვები - "შენ გენაცვალე, ძია", - მოგვიანებით სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელდა. 

„მინდა მეც სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ნათესავებს და სრულიად საქართველოს. მინდა მათ ვუსურვო გამძლეობა. რაც შეეხება იმ ემოციებს, რომლებიც გუშინ ჩვენ, მეხანძრე-მაშველებმა, იქ განვიცადეთ, ეს იყო წარმოუდგენელი, დაუვიწყარი და ისეთი რამ, რისი მოყოლაც სიტყვებით ფიზიკურად არ შემიძლია. ვერ გადმოვცემ, რა განვიცადე და რა ვიგრძენით თითოეულმა მეხანძრე-მაშველმა იმ მომენტში. ის სიტყვები, რომლებსაც მე ვამბობ და არა მხოლოდ მე, იქ მყოფი სხვა მეხანძრე-მაშველებიც, გულიდან ამოსული სიტყვები იყო. ეს მომენტი და სიტუაცია თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავზე გავიაზრეთ და საკუთარ ემოციებს მივყევით“, – აღნიშნა გიგაშვილმა.

gaga

რა მოხდა ფონიჭალაში

2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა. 

  • “გერმანიაში გვატყობინებენ თარიღს როდის უნდა ვიყოთ სახლში და კორპუსში მოდის ინსპექცია” - რას წერს თაკო ურუშაძე

აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე. ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.