"ოცნება რომელიც, ნამსხვრევებად იქცა... თეთრი კაბა ჩამაცვი და გამიფრინდი, არა?! ჩემი ლამაზი ბიჭი, ჩემი სულის ნაწილი...", - წერს სოციალურ ქსელში ფონიჭალაში აფეთქების დროს დაღუპული 28 წლის ჯაბა საყევარაშვილის მეუღლე, მარიამ ბენდიანიშვილი.

რა მოხდა ფონიჭალაში
2026 წლის 19 ნოემბერს ქვემო ფონიჭალაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
აფეთქება დილის საათებში, ქვემო ფონიჭალის ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მოხდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვას უკავშირდება. გარდაცვლილებს შორის არიან დედა-შვილი, ნინო ჭელიძე და ნუცა ფხალაძე.
ასევე დედა-შვილი, ვერონიკა (ვერიკო) ვანიშვილი და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი, არიანა. გარდაცვლილია 28 წლის ბიჭი, ჯაბა საყევარაშვილი, ასევე ლალი შიშმანაშვილი.
2026 წლის 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა