ნინო სუხიშვილი სოციალურ ქსელში "სუხიშვილების" ახალი თაობის მოცეკვავეს, ლინა სიჭინავას მიმართავს და მის პირად ცხოვრებაში ილია თოფურიას გამოჩენას, ასევე საზოგადოების რეაქციას ეხმაურება:
„ლინა, ჩემო ლამაზო უსაზღვროდ გახარებული ვარ იმ სიახლით, რაც შენს პირად ცხოვრებაში ხდება, სულ ასეთი მოღიმარი, ბედნიერი და ლამაზი იყავი მუდამ, ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე, ულევ სიყვარულს გისურვებ!“, – წერს ნინო სუხიშვილი.

ვინ არის ლინა სიჭინავა
ლინა სიჭინავა "სუხიშვილების" ახალი თაობობის მოცეკვავე და მოდელია. ის 19 წლისაა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მენეჯმენტს სწავლობს. ლინა სოციალურ ქსელში აქტიურია და მშვენიერი გარეგნობის ნიჭირი გოგონა საზოგადოების ყურადღების ცენტრში აქამდეც არაერთხელ მოქცეულა, თუმცა ახლა განხილვის საგნად მისი პირადი ცხოვრება იქცა - ბოლო დროს მედიაში აქტიურად ვრცელდება ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას ერთობლივი ფოტო - წერენ, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა აქვთ, თუმცა არც ერთ მათგანს აქამდე კომნტარი ამ თემაზე არ გაუკეთებია.