ცხოვრების მთავარი ამპლუა - ბებია და ბაბუა: თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე შვილიშვილებთან ერთად - Marao

ცხოვრების მთავარი ამპლუა - ბებია და ბაბუა: თეონა თავართქილაძე და რეზი არველაძე შვილიშვილებთან ერთად

2026-11-23 14:39:31+04:00

დიზაინერ თეონა თავართქილაძესა და ფეხბურთელ რეზი არველაძეს ორი შვილიშვილი - სოფია და პატარა რეზი ჰყავთ. ოჯახის გულშემატკივრებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ბებია და ბაბუა აქტიურად არიან ჩართულნი პატარების აღზრდაში, მათთან ერთად დიდ დროს ატარებენ.

ცოტა ხნის წინ ქეთი წიქვაძემ, ნიკა არველაძის მეუღლემ სოციალურ ქსელში მათი მორიგი ოჯახური შეკრების ამსახველი კადრები გააზიარა, სადაც თეონა და რეზი შვილიშვილებთან ერთად არიან.

teona-tavartkiladze

teona-tavartkiladze

  • ბებია-შვილიშვილი და ზაფხულის არდადეგები: თეონა თავართქილაძე პატარა სოფიასთან ერთად 

თეონა თავართქილაძისა და რეზი არველაძის ოჯახი

რეზი არველაძის მეუღლე წარმატებული დიზაინერი თეონა თავართქილაძეა, წყვილი უკვე 30 წელია, რაც ერთადაა.

 „ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით. რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიში“, - ამბობდა თეონა ერთ-ერთ ინტერვიუში.

teona-tavartkiladze

  • ტური თეონა თავართქილაძის ზღაპრულ გარემოში: ყველასთვის საყვარელი დიზაინერის სახლი ზღვის პირას და საზაფხულო უქმეები 

კრიზისული პერიოდი თითქმის ყველა წყვილის ცხოვრებაშია, თუმცა რეზისა და თეონას მსგავსი დაბრკოლებები ნაკლებად ჰქონდათ, რაც, დიდწილად, რეზის იუმორის დამსახურებაცაა: 

"მე მგონი, ჩვენ მშვიდად გადავიარეთ ყველა კრიზისული პერიოდი. ჩვენი მეგობრები იხდიან ქორწინების 25 წლისთავს, შეკრებილები ვიყავით და ამაზე ვსაუბრობდით, კრიზისებზე, შერიგებებზე, გაშორებებზე. ჩუმად ვიჯექი და მომერიდა ხმის ამოღება, რადგან მართლა არასდროს გვიჩხუბია. არ მქონდა არაფერი მოსაყოლი და ვიჯექი ჩუმად. ეს უფრო რეზიკოს ხასიათის დამსახურებაა, მისი იუმორის გრძნობის. ყოფილა შემთხვევა გავბრაზებულვარ რაღაცაზე, მაგრამ ისეთ რამეს გეტყვის; რომ გაბრაზება არ გამოდის, უცებ გადაგივლის", - იხსენებდა თეონა.

„სიყვარული სიტყვებით არ იხსნება, ხომ ვერ მოჰყვები, როგორ და რანაირად არის. ვცდილობთ, მაგრამ ამაოდ. ზოგჯერ გამოხედვაში ჩანს, ზოგჯერ – შეხვედრაში, ზოგჯერ – კამათში, მონატრებაში, ყველაფერში. ერთად ვერ მომიყრია თავი და რა ჰქვია, არ ვიცი, მჭადივით არ ცხვება. მნიშვნელოვანია ოჯახში კომფორტის შექმნა და დისკომფორტის თავიდან აცილება. რაღაცები ხომ უნდა დათმო ადამიანმა. იმას არავინ გთხოვს, დათმო ის, რისი დათმობაც შეუძლებელია. ვერავისთან ვერ ვყოფ თეონას სიყვარულს…“ - ამბობდა რეზი არველაძე.