„ახლა ვნახე საახალწლო სათამაშოებისა და ნაძვის ხეების ძალიან ლაამზი კოლექცია, მაგრამ - ფასები?! ვისაც გვაქვს ნაძვის ხე და სათამაშოები მოგროვილი, გავუფრთხილდეთ, ხალხო, იმიტომ, რომ საოცარი ქონების პატრონები ვყოფილვართ. არაფერს ვამბობ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია! ერთი კარგი, ლამაზი ნაძვის ხის გამართვისთვის არ ვიცი, რამდენი-ათასი უნდა დახარჯო“, - ამბობს ტელეწამყვანი სალომე დადუნაშვილი ვიდეოში, რომელიც საკუთარ გვერდზე გააზიარა.
თქვენ რას ფიქრობთ, ეთანხმებით? სად ყიდულობთ საახალწლო დეკორაციებს, ნაძვის ხეს და სათამაშოებს?

ვინ არის სალომე დადუნაშვილი
სალომე დადუნაშვილი არის ქართველი ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ციფრული კონტენტის შემქმნელი, რომელიც ტელემაყურებლემა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გაიცნო და შეიყვარა. მისი მშვიდი, გაწონასწორებული საუბრის მანერა ამბებს, რომელბსაც გვიყვებოდა, კიდევ უფრო საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდიდა.
სალომე დადუნაშვილი არის გადაცემის „ინტერიერი სალომე დადუნაშვილთან ერთად“ ავტორი და წამყვანი, სადაც ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის თემებს აშუქებს, მათ შორის რუბრიკას „ინტერიერი დეტალებში“. ის განსაკუთრებით აქტიურია სოციალურ ქსელებში, სადაც აქვეყნებს ვიდეოებსა და მასალებს დიზაინის, ინტერიერისა და მოდის თემატიკაზე.
სალომე, ჟურნალისტობის გარდა, აქსესუარების შექმნითაცაა დაკავებული და როგორც თავად ამბობს, ეს მისთვის რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.
„სათამაშოებს, თოჯინებს, ბისერით მოქარგულ ნივთებს ყოველთვის ვაკეთებდი, მქონდა კიდეც ერთი-ორი გამოფენა, თითქმის ორ წელიწადია, რაც აქსესუარების კეთება დავიწყე. მე თვითონ მომინდა შემეძინა საყურე და ყელსაბამი, მაგრამ ვერსად ვნახე ისეთი, როგორიც ჩემს გემოვნებას დააკმაყოფილებდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჩემით შემექმნა ის, რაც მინდოდა“, - ამბობდა სალომე.