"... და მაინც, რას ეძებს ვენსანი?!" - მსოფლიოს მთავარი გულთამპყრობელი 60 წლის გახდა - Marao

"... და მაინც, რას ეძებს ვენსანი?!" - მსოფლიოს მთავარი გულთამპყრობელი 60 წლის გახდა

2026-11-24 13:55:38+04:00

„გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო საყვარელო კარიოკა. კაეტანოს ძალიან გაუმართლა. დაე, შენი ცხოვრება ასე ლამაზად გაგრძელდეს. შენ ამას იმსახურებ. მიყვარხარ”, - წერს სოციალურ ქსელში ნარა ბაპტისტა, ვენსან კასელის პარტნიორი. ვენსან კასელი 23 ნოემბერს 60 წლის გახდა. მას 4 შვილი - 22 წლის დევა, 16 წლის ლეონი, 7 წლის ამაზონი და 2 წლის კაეტანო ჰყავს. 

vincent-cassel

ვენსან კასელი - ამბავი სიყვარულსა და პროფესიაზე

ვენსან კასელი არასდროს ყოფილა ტიპური „ლამაზი ბიჭი“. მისი სახე უფრო კლდეს ჰგავს - მკვეთრი, უხეში და დაუმორჩილებელი. 

„ვიცი, რომ სიმპათიური არ ვარ, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, როგორ ვყოფილიყავი საინტერესო“. 

  • ამბავი ერთი ფოტოს მიღმა: ამაყი დედა და ბელუჩი-კასელის ახალი ეპოქა

სწორედ ეს არის მისი მთავარი იარაღი: მან დაამტკიცა, რომ ქალისთვის იდეალური ნაკვთები კი არა, ის ენერგიაა გადამწყვეტი, რომელსაც მამაკაცი ასხივებს. ალბათ, სწორედ ასე მოხიბლა მან 27 წლის მოდელი, რომელიც ფრანგ გულთამპყრობელზე თავდავიწყებითაა შეყვარებული.

vincent

წყვილის ურთიერთობის შესახებ ჭორები 2023 წლის სექტემბერში გავრცელდა. მედიამ ისინი პირველად ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს სანაპიროზე შენიშნა. ვენსანი, რომელიც ცნობილია ბრაზილიური კულტურის, მუსიკისა და სერფინგის სიყვარულით, ხშირად ატარებს დროს ამ ქვეყანაში. სწორედ აქ, საერთო ინტერესების ნიადაგზე გადაიკვეთა მათი გზები.

  • "მახსოვს, მეუბნებოდა, როგორ ძალიან უნდოდა ბავშვის გაჩენა და როგორ უყვარდი" - ამბავი სიყვარულზე, რომელსაც ვერავინ წარმოიდგენდა

ნარა ბაპტისტამ სოციალურ ქსელში ვენსანის ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო წარწერით: „შენი“, რასაც მსახიობმა საჯარო კომენტარით უპასუხა: „მე შენი ვარ“. ამით მათ ფაქტობრივად დაადასტურეს რომანი, თუმცა ოფიციალურ გამოჩენამდე პაუზა აიღეს.

მათი, როგორც წყვილის, ოფიციალური დებიუტი 2024 წლის იანვარში, პარიზის მოდის კვირეულზე შედგა. Ami-ს ჩვენებაზე ისინი ხელჩაკიდებულები გამოჩნდნენ, რითაც ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

მიუხედავად მათ შორის არსებული 30-წლიანი ასაკობრივი სხვაობისა (ვენსანი 60 წლისაა, ნარა - 30-ის), საზოგადოება აღნიშნავს მათ გასაოცარ ვიზუალურ ჰარმონიას. ნარას ხშირად ადარებენ კასელის ყოფილ მეუღლეს, ტინა კუნაკის, თუმცა ბაპტისტამ მალევე შეძლო საკუთარი, ინდივიდუალური სტილით დაემკვიდრებინა ადგილი მოდის ინდუსტრიაში.

  • მსოფლიოს ყველა ლამაზმანის გულთამპყრობელი: რას ეძებენ მასში ყველაზე ლამაზი ქალები?

წყვილის ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად და სერიოზულად განვითარდა. 2024 წლის შემოდგომაზე ნარამ Instagram-ის საშუალებით გაამხილა, რომ ორსულად იყო. მან გამოაქვეყნა დახვეწილი ფოტოები, სადაც ხაზგასმული იყო მისი ახალი მდგომარეობა.

2025 წლის დასაწყისში მათ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც კაეტანო დაარქვეს. ეს ნარასთვის პირველი შვილია, ვენსანისთვის კი - მეოთხე, მას ორი ქალიშვილი ჰყავს მონიკა ბელუჩისთან და ერთი - ტინა კუნაკისთან.