ხვიჩა კვარაცხელია GQ France-ის „წლის მამაკაცების“ 2026 წლის ნომრის გარეკანზე
გასული ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული და პარი სენ-ჟერმენის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია, GQ France-ის „წლის მამაკაცების“ 2026 წლის გამოცემის გარეკანს ამშვენებს. გამოცემის ინსტაგრამ-პოსტში აღნიშნულია, რომ ნომერი გაყიდვაში ოთხშაბათს, 25 ნოემბერს გამოვა, ხოლო მთავარი სტატიის წაკითხვა პროფილის ბმულიდან იქნება შესაძლებელი.



GQ France-ის სარედაქციო კონტენტის ხელმძღვანელი, კლერ აზანი გარეკანის შერჩევის მიზეზებზე საუბრისას ხაზს უსვამს ფეხბურთელის ბუნებას მოედანზე და მის მიღმა. მისი თქმით, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის სცენარის წამებში შეცვლა შეუძლია, ხოლო მის მიღმა ისეთ თავშეკავებულობასა და გუნდურობას ავლენს, რომელიც დღევანდელი დროისთვის იშვიათი მოვლენაა. სწორედ ამ განსხვავებული, ჩემპიონური და გამორჩეული მოთამაშის თვისების წარმოჩენას ემსახურება ეს გარეკანი.