იტალიური კინოსა და მოდის უკვდავი სიმბოლო, მონიკა ბელუჩი, სოციალურ ქსელში გამომწერებს მორიგი შთამბეჭდავი ვიდეოთი ანებივრებს. კადრები იტალიური გამოცემისთვის, Marie Claire Italia გადაიღეს და Marie Claire Notturno-ს წვეულებას ეძღვნება.
მსახიობი კამერის წინ დამახასიათებელი თავდაჯერებულობითა და იდუმალი ხიბლით პოზირებს. მის დახვეწილ იმიჯზე მოდის ინდუსტრიის წამყვანმა პროფესიონალებმა იზრუნეს: ბელუჩი სრულად მოდის სახლ Fendi-ს სამოსითაა წარმოდგენილი, რაც მის ქალურ სილუეტსა და არისტოკრატულ სტილს განსაკუთრებულად უსვამს ხაზს. მსახიობის ბუნებრივ სილამაზეს ვიზაჟისტმა ლეტიცია კარნევალემ იზრუნა, ხოლო ვარცხნილობაზე ცნობილმა სტილისტმა ჯონ ნოლემ იმუშავა.
პროექტის ვიდეორეჟისორი ბენჟამინ არმანია, ხოლო კონცეფცია და ტექსტი ერიკა ბრენას ეკუთვნის. ვიდეორგოლი Marie Claire Italia-ს თანადირექტორის, ლავინია ფარნეზეს, მთავარი მოდის რედაქტორის, ელიზაბეტა მასარისა და ციფრული კონტენტის ხელმძღვანელის, სოფია ბალბინოს კოლაბორაციით შეიქმნა.
ვიდეომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებისთანავე დიდი გამოხმაურება გამოიწვია. თაყვანისმცემლები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ მონიკა ბელუჩი კვლავინდებურად იტალიური ელეგანტურობისა და კლასიკური სილამაზის მთავარ ეტალონად რჩება.

მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს, იტალიის პატარა ქალაქში — ჩიტა-დი-კასტელოში. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობაში იურიდიულით იყო გატაცებული, მალე მიხვდა, რომ მისი ადგილი სცენაზე იყო.
16 წლის ასაკში მილანში გადავიდა და იქ დაიწყო მოდელობა. მალევე შეამჩნიეს და მისი სახელი წამყვანი მოდის სახლების – Dolce & Gabbana, Dior, Cartier – კამპანიებში გამოჩნდა. ბელუჩი სწრაფად გახდა ევროპული სილამაზის სიმბოლო.
90-იანი წლების დასაწყისში ბელუჩიმ მოდის სამყაროსთან ერთად კინოში გადაინაცვლა. მისი სადებიუტო როლები ძირითადად იტალიურ და ფრანგულ ფილმებში იყო, თუმცა საერთაშორისო აღიარება 1996 წელს, ფილმით L’Appartement მოიპოვა, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა და ფრანგული „ოსკარის“, სეზარის ნომინაციაც დაიმსახურა.

შემდეგ მოჰყვა ფილმები:
მონიკა ბელუჩი 1990-იან წლებში დაქორწინდა ფოტოგრაფ კლაუდიო ბასოზე, თუმცა ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა. მოგვიანებით მისი ცხოვრების სიყვარულად ფრანგი მსახიობი ვენსან კასელი იქცა, რომელთან ერთად 14 წელი იცხოვრა. წყვილს ორი ქალიშვილი, დევა და ლეონი ჰყავს. 2013 წელს წყვილი დაშორდა, თუმცა ინარჩუნებენ თბილ ურთიერთობას.