ერთი თვე ვუყურებდი მათ მიმოწერას... როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი“ - თამუნა მუსერიძე ქმართან დაშორებაზე - Marao

"ერთი თვე ვუყურებდი მათ მიმოწერას... როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი“ - თამუნა მუსერიძე ქმართან დაშორებაზე

2026-11-27 12:13:52+04:00

ტელეწამყვანმა თამუნა მუსერიძემ გვანცა დარასელიას პოდკასტში სტუმრობისას პირადი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეტაპზე - მეუღლესთან დაშორების მიზეზებსა და იმ ემოციურ პერიოდზე ისაუბრა, რომელიც ღალატის გაგებას მოჰყვა. 

 tamuna-museridze

  • "წარმოდგენა არ მაქვს, ახლა ამ ვიდეოს ასე მშვიდად როგორ ვწერ" - თამუნა მუსერიძე უდიდესი სიხალის შესახებ 

თამუნა მუსერიძის და სანდრო მიკუჩაძის დაშორების ამბავი

"ჩემი ბრალი იყო ყველაფერი, ჩემი ბრალი იყო შეყრაც და გაყრაც. აქაც ჩემი მოლოდინები და ილუზიები იყო პრობლემა, რომელიც მე მქონდა შექმნილი. ეს ილუზიები არავის შეუქმნია ჩემთვის. მე არავინ არაფერს შემპირებია, არავის უთქვამს, ამას ვიზამ, იმას არ ვიზამო. ეს ყველაფერი მე თვითონ გადავწყვიტე. მეგონა ოჯახის შექმნის შემდეგ რაღაცები სწორად იქნებოდა. მე რადგან ქალწული ვარ, ყველაფერი ძალიან სწორად მაქვს დალაგებული. ყველაფერს ასე ვაკეთებ და ვთვლი რომ ყველა ასე უნდა იქცეოდეს. ჩემი მოლოდინი არის ჩემი ბრალი და არა სხვისი.

მე უბრალოდ მოვყევი, რაც იყო. სანდროზე რაც მოხდა, დედაზე რაც მოხდა და ზოგადად, როცა რაღაც ამბავს ვყვები, საზოგადოება ამას ისე იღებს, როგორც თვითონ აღიქვამს

საჯაროდ სანდროს ამბის მოყოლამ უკან დასაბრუნებელი ხიდი მომიჭრა... ეს ჩემი თავისთვის გავაკეთე, რომ უკან აღარ დავბრუნებულიყავი. იმიტომ, რომ მე მაინც ვაპატიებდი. სანდრომ არ იცოდა, რომ მე ეს ყველაფერი ვიცოდი. მან ჩემი სთორიდან გაიგო: „ჰელოუ, სანდრო, ვიცი“.

  • "მოგმართავთ თხოვნით - მას ჰყავს სამი ქალიშვილი, რომლებიც ამ ყველაფერს კითხულობენ" - თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს 

ერთი თვე ვუყურებდი მიმოწერას. სახლში ვიჯექი, ჩვენ რომ ვიჩხუბეთ, ის სახლიდან იყო წასული და ამ პერიოდში, ერთ კვირაში დაიწყო იმ ადამიანთან ურთიერთობა. ლეპტოპში Facebook ჩართული ჰქონდა დატოვებული. ასე ვუყურებდი მთელი ერთი თვე. რა ძალამ გამაძლებინა, არ ვიცი. როგორ არ გავნადგურდი, მართლა არ ვიცი. ერთი თვე ზიხარ, უყურებ ამ ყველაფერს, უსმენ მათ საუბრებს, ფოტოებსა და ვიდეოებს უყურებ, იცი, როდის ხვდებიან ერთმანეთს, სად მიდიან...

ბოლოს ღამის ორ საათზე რაღაც მოხდა. მივწერე ჩემს ახლობლებს, რომ ძალიან ცუდად ვიყავი და მოსულიყვნენ. ყველანი ჩემთან მოვიდნენ. ვიფიქრე, ახლა მივალ იქ, ადგილზე-მეთქი, მაგრამ კარგია, რომ არ გამიშვეს.

ასე ვიჯექი და ვუყურებდი ყველაფერს. მეორე დღეს კი სთორი ჩავწერე.

ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მართლა მოვკვდი ადგილზე. დედის ამბავი არ განმიცდია, რადგან არ მიყვარდა და არც კი ვიცნობდი ამ ადამიანს.“ – აღნიშნა თამუნა მუსერიძემ