"უბრალოდ სამარცხვინოა! სამარცხვინო ხარ!" - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს - Marao

"უბრალოდ სამარცხვინოა! სამარცხვინო ხარ!" - ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს

2026-11-27 12:52:07+04:00

"თუ ოდესმე გიცდია, შენი შვილების დედა ფინანსურად “გაგეჭირვებინა” მხოლოდ იმისთვის, რომ მისთვის ცხოვრება გაგერთულებინა,შენ ამ პლანეტაზე მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე დიდ არარაობას წარმოადგენ. წარმოიდგინე, რა დონეზე უნდა იყო დაცემული, რომ თავი კაცად იგრძნო მხოლოდ იმით, რომ საკუთარი შვილების დედას ცხოვრებას ურთულებ. უბრალოდ სამარცხვინოა! სამარცხვინო ხარ! თითო სირცხვილი ყველას გვყოლია ცხოვრებაში, გოგოებო. გამოტყდით", - წერს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში. 

  • "ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად “მამწარებს” - ალექსანდრა პაიჭაძე ყოფილი პარტნიორის შესახებ

მოდელი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე პირადი ცხოვრების შესახებ მედიასა თუ სოციალურ ქსელში ხშირად საუბრობს - რამდენიმე წლის წინ სწორედ მისი და ბიზნესმენ დავით კოდუას ურთიერთობა იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან, თუმცა საჯაროდ ერთად ხშირად ჩნდებოდნენ. მათ ერთი ქალიშვილი, ვიქტორია ჰყავთ.

paichadze

ალექსანდრა პაიჭაძე და დავით კოდუა

ალექსანდრა პაიჭაძისა და დავით კოდუას ურთიერთობა ყოველთვის იყო ხმაურიანი. ალექსანდრა დიდი ხნის მანძილზე არ ამხელა, ვინ იყო მისი პარტნიორი, თუმცა მოგვიანებით წყვილის შესახებ ყველასთვის ცნობილი გახდა. თავად ალექსანდრა ყოველთვის ღიად საუბრობდა ურთიერთობაზე არსებულ პრობლემებსა და დადებით მხარეებზე. 

ცოტა ხნის წინ მან თქვა, რომ დავით კოდუას დაშორდა, მიზეზებზე კი არ უსაუბრია. მიუხედავად ამისა, ირიბად თუ პირდაპირ მას ხშირად  მოიხსენიებს ინტერვიუებსა თუ პოსტებში. ცოტა ხნის წინ გამომწერის კითხვაზე, როგორ შეძლო ყოფილი ურთიერთობის დასრულება, ალექსანდრამ დაწერა, რომ ყოფილ პარტნიორს მეუღლესთან დაბრუნება ურჩია: 

  • „თუ სიმპათიურია და წარმატებული, საერთოდ აზრი არა აქვს მის წინააღმდეგ რაიმეს“ - ალექსანდრა პაიჭაძის გულახდილი საუბარი

„მეც მსგავსი სიტუაცია მქონდა თითქმის 3 წლის მანძილზე. ბოლოს აკნე, ფსიქოზი და ყველაფერი დამემართა, მერე ვთხოვე, შეურიგდი მეუღლეს, უყვარხარ, შენ მეტი არავინ ჰყავს-მეთქი და ასე მოვიშორე. 

ყველაფერი რომ ვთქვა, ატომური აფეთქება მოხდება! შევინახე და ოდესმე გამოვფენ. ცოდოა უბრალოდ, არ არის კარგად, მკურნალობს და ვიზიარებ მის ცხოვრებისეულ დანაკარგს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი შვილის მამაა, მერე რა, რომ მე ყველანაირად “მამწარებს”, - წერდა ალექსანდრა პაიჭაძე.