"დარწმუნებული ვარ, ბევრი ქალი გადიხართ იმ გზას და ბევრსაც გაგივლიათ წარსულში, რასაც ახლა მე გავდივარ და ერთი რამის თქმა შემიძლია მხოლოდ – საკუთარი თავისთვისაც და თქვენს სანუგეშოდ, რომ მადლიერების უნარია ის, რასაც შეუძლია ნებისმიერ განსაცდელში ჩვენი გადარჩენა, ჰოდა მე ვირჩევ მადლიერებას და სიმშვიდეს, რაც არ უნდა მტკივნეულად მიმდინარეობდეს ეს პროცესი.
ჩემს ძველ პოსტებს ვათვალიერებდი, რომ ძველი მასალისგან და ძველი ენერგიებისგან გამეწმინდა ჩემი გვერდი და ამ პოსტს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი, აღარც მახსოვდა:
"არასდროს შეადარო საკუთარი სხეული სხვა ადამიანის სხეულს..
შენ ხარ უნიკალური ..
შენი სხეული შენს ისტორიას ინახავს. შენ რომ დაბადებულიყავი და დღემდე მოგეტანა შენი გენეტიკური მემკვიდრეობა უამრავმა ადამიანმა იბრძოლა და იცხოვრა ამისთვის.
და მაინც არ ხარ კმაყოფილი საკუთარი სხეულით?
ჰკითხე საკუთარ თავს რას აკეთებ მისთვის სასარგებლოს..
დიდი ალბათობით ძალიან ცოტას ან თითქმის არაფერს..
თუ არ იცი საიდან დაიწყო მე გეტყვი რომ დაიწყე მადლიერებით ..
მადლობა უთხარი შენს სხეულს რომ ამდენი წელია გემსახურება თავდაუზოგავად..
გემსახურება იმისდა მიუხედავად შენ მოგწონს თუ არა მისი ფორმები..
გემსახურება მაშინაც როცა სტკივა...
გემსახურება მაშინაც როცა საკუთარ ფიქრებში აბულინგებ და ყველაზე უშნოდ ან უსარგებლოდ მიიჩნევ საკუთარ თავს...
ასე გაგრძელება კარგს არაფერს მოგვიტანს ..
სამყარო გადავიდა სხვა სიხშირეზე და დროა ჩვენს ცნობიერებასაც შეეხოს ცვლილებები...
ცვლილება დაიწყე დღესვე,თუნდაც პატარა და ნელი ნაბიჯებით მაგრამ დაიწყე ..
სამყარომ მოგვაბარა ჩვენი სხეული როგორც მცენარე...
მასზე უნდა ვიზრუნოთ და ავიღოთ პასუხისმგებლობა...
მას უნდა მივცეთ ყველაფერი რაც სჭირდება სიცოცხლისთვის და განვითარებისთვის : სიყვარული, მზე , ჰაერი, წყალი , ჯანსაღი ნიადაგი და დრო, დრო იმისთვის რომ ზრუნვის საპასუხოდ დაგვასაჩუქროს უმშვენიერესი ყვავილებით ..
და ბოლოს გახსოვდეს შენ რომ გაჩენილიყავი უამრავ ადამიანს უყვარდა ერთმანეთი, და როცა იღებ საკუთარ თავს შენ იღებ ტოტალურ სიყვარულს და უსაზღვრო სასიცოცხლო ენერგიას".
ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ თითქოს წარსულში დღევანდელი მარიამისთვის მაქვს დაწერილი ეს წერილი და ნეტავ იცოდეთ როგორ მჭირდებოდა ახლა ამ სიტყვების მოსმენა.
თქვენი გამამხნევებელი ასობით მესიჯებისთვის კი უღრმესი მადლობა. ადამიანების მხარდაჭერა ყველაზე ძვირფასი რამეა, როცა რთულ ეტაპს გადიხარ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი – ადამიანი ადამიანისთვის მზეა. მიყვარხართ", - წერს მარიამ შარმანაშვილი მეუღლესთან, კარლო პონტისთან განქორწინების შემდეგ.

"მეც არ მჯერა, რომ ამას ვწერ, რადგან ჩვენს სიყვარულს უამრავი გულშემატკივარი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი, გაურკვევლობაში არ გამყოფოთ და დაგიდასტუროთ, რომ ჩემი ქორწინება დასრულდა.
მიზეზებსა და დეტალებზე არ ვაპირებ საუბარს, რადგან ეს სწორ საქციელად არ მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ექვსწლიან ურთიერთობაში უბედნიერესი ვიყავი. გარდა ამისა, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორს, მე და კარლოს გვეხება და საჯაროდ მიზეზების განხილვა არაეთიკურად მიმაჩნია. არ ვარ ადამიანი, რომელიც პირად ურთიერთობაში იმპულსურ გადაწყვეტილებებს იღებს, მინდა იცოდეთ, რომ ეს ნაბიჯი ბევრი ფიქრის შემდეგ, სრულად შეგნებულად გადავდგი.
მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი განუზომელია მე ეს უნდა გამეკეთებინა ორივეს ბედნიერებისთვის, მე მადლიერი ვარ კარლოსი, მასთან გატარებული ყველა ბედნიერი წუთისა და დღისთვის. ის ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლების შემოქმედი იყო. გულწრფელად ვუსურვებ მას ბედნიერებას და ცხოვრების ბოლომდე მის გულშემატკივრად დავრჩები. ზოგჯერ გაშვება სიყვარულის ყველაზე ჭეშმარიტი გამოვლინებაა..."

როგორც ჩანს, მარიამი პირადი ურთიერთობის შესახებ უამრავ კომენტარსა და პირად შეტყობინებას იღებს - მათ შორის, მხარდაჭერასთან ერთად, ზოგიერთი ნეგატიური ხასიათისაცაა. სწორედ ამაზე წერს ამჯერად მარიამ შარმანაშვილი.
"იცნობდეთ! ასეთებიც გვყავს, სამწუხაროდ, საზოგადოებაში, მიწასთან გასწორებულს ზემოდან რომ შედგებიან და ამით სიამოვნებას იღებენ. ჰგონიათ, რომ რამეს გატკენენ. დამიჯერეთ, ამ მდგომარეობაში უფრო მეტად ვეღარ მატკენთ. მაგრამ ერთი იცოდეთ, ვისაც ეს ამბავი გაგიხარდათ, სულ ტყუილად, მალე იხილავთ მარიამს უფრო ძლიერს და ბედნიერს".