მოკრძალებული ხელის მოწერა და "სუხიშვილების" ვარსკვლავები: სალომე ჩიტიაშვილი დაქორწინდა - Marao

მოკრძალებული ხელის მოწერა და "სუხიშვილების" ვარსკვლავები: სალომე ჩიტიაშვილი დაქორწინდა

2026-11-28 14:55:17+04:00

ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ გამორჩეული და თვალსაჩინო მოცეკვავე სალომე ჩიტიაშვილი გასულ ზაფხულს დაინიშნა. მისი რჩეული ნიკუშა შავიშვილია. ახალ კი წყვილმა მოკრძალებული ხელის მოწერის ცერემონია გამართა. ცერემონიას მათი მეგობრები და "სუხიშვილების" მოცეკვავეები ესწრებოდნენ. 

salome-chitiashvili

salome-chitiashvili

salome-chitiashvili

სალომე ჩიტიაშვილი - "სუხიშვილების" გამორჩეული სახე

15 წელი სცენაზე, რესტავრატორის პროფესია და ასრულებული ბავშვობის ოცნება — სალომე ჩიტიაშვილის გზა „სუხიშვილებამდე“

სალომე ჩიტიაშვილისთვის ცეკვა მხოლოდ ჰობი არ არის — ეს მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი და უდიდესი სიყვარულია. „სუხიშვილების“ გამორჩეული მოცეკვავე უკვე 15 წელია, სცენაზე დგას და მაყურებელს თავისი არტისტიზმით აღაფრთოვანებს.

  • პატარძალი, რომლის ფოტოებმაც სოციალური ქსელი დაიპყრო: "სუხიშვილების" უმშვენიერესი მოცეკვავის ზღაპრული ქორწილი

chitiashvili

ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პირველად იგრძნო სცენის განსაკუთრებული ჯადოსნურობა:

„სცენაზე დგომა ძალიან მომწონდა, ენერგიით მავსებდა და ამიტომ გადავწყვიტე, ცეკვა ჩემს პროფესიად მექცია.“

სალომე 8 წლის იყო, როცა პირველად დადგა სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები არიან — დედა ფიზიკოსია, ხოლო მამა ინჟინერი - ხელოვნებისა და ცეკვისადმი სიყვარულმა დებს შორის იჩინა თავი.

  • "სუხიშვილების" ყველაზე გამორჩეული გარეგნობის მქონე მოცეკვავეები

„მყავს უფროსი და ელენე, რომელიც ასევე 'სუხიშვილების' ანსამბლის წევრია. ორივეს ცეკვისადმი დიდი ინტერესი გვქონდა და საოცრად მონდომებულებიც ვიყავით.“

თუმცა, ცეკვა სალომეს ერთადერთი ინტერესი როდია. მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა და პროფესიით ფერწერის რესტავრატორია. ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს და სამომავლოდ მაგისტრატურაში გამოცდების ჩაბარებასაც გეგმავს. მისი კიდევ ერთი დიდი გატაცება მოგზაურობაა — „სუხიშვილებთან“ ერთად მან თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.

chitiashvili

ანსამბლში მოხვედრასა და სცენაზე მიღებულ ემოციებზე სალომე განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს:

  • პატარძალი, რომლის ფოტოებმაც სოციალური ქსელი დაიპყრო: "სუხიშვილების" უმშვენიერესი მოცეკვავის ზღაპრული ქორწილი

„ეს უდიდესი ბედნიერებაა. ანსამბლში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რა გრძნობაა სცენაზე დგომა? — ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც კი ოდესმე შეიძლება ადამიანს დაგეუფლოს, სიამაყის, სიყვარულისა და ბევრი კარგი ემოციის თაიგულია.“