პრინცესა დიანას იშვიათი ფოტოები: 1-ელ ივლისს ლედი დის 53 წელი შეუსრულდებოდა - Marao

პრინცესა დიანას იშვიათი ფოტოები: 1-ელ ივლისს ლედი დის 53 წელი შეუსრულდებოდა

2014-07-01 16:41:56+04:00

მას "სახალხო პრინცესას", "გულების დედოფალსა" და "მსოფლიოს ვარდს" უწოდებდნენ. ის მსოფლიოს მილიონობით ადამიანს დღემდე ახსოვს და უყვარს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრის, ჩარლზის პირველი მეუღლის – დიანა სპენსერის ცხოვრება თითქოს ზღაპარს ჰგავდა: გოგონა, რომელიც საბავშვო ბაღის უბრალო აღმზრდელი იყო, ბუკინჰემის სასახლის პრინცესა გახდა; გააჩინა ორი ვაჟი, პრინცი უილიამი და ჰარი, და თავისი სილამაზითა და გულწრფელობით თითოეული ბრიტანელის გული დაიპყრო.

სენსაციების მაძებარმა ბრიტანელმა რეპორტიორებმა მალე გაარკვიეს, რომ ამ მოჩვენებითი იდილიის მიღმა არსებობდა მეორე, ბნელი ისტორია. ნამდვილ სიყვარულზე მეოცნებე დიანამ ქორწინებაში ბედნიერება ვერ ჰპოვა. ჩარლზის ცოლობის რამდენიმე წლის განმავლობაში ლედი დიმ ისწავლა თავის მოჩვენება, მაგრამ ამის გაკეთება ბოლომდე მაინც ვერ შეძლო.

უელსის პრინცესამ განქორწინება მიიღო, "გადაერთო" სხვა მასშტაბის სიყვარულზე – უფრო მსხვილის, ვიდრე ოჯახურია – დაკავდა ქველმოქმედებით (მისი საქმიანობა, ტრადიციისამებრ, პროტოკოლით იყო ნებადართული), თუმცა დიანა ამას აკეთებდა არა ფორმალურად, არამედ მთელი გულით.

იხილეთ ფოტოგალერეა

ადამიანებს უყვარდათ დიანა – ნათელი, ცოცხალი, ელეგანტური, ბუნებრივი, არისტოკრატული. განქორწინების დროს ბრიტანელების სიმპათია აშკარად დიანას მხარეს გადაიხარა და მასთან დარჩა სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

დიანა – არ იყო ანგელოზი, მაგრამ მას ეყო შინაგანი ძალა, არ დახარბებოდა პრივილეგიებსა და ტიტულს, ეღიარებინა, რომ ხანდახან ზღაპრები თრილერებად გადაიქცევიან ხოლმე და დაეწყო ყველაფერი თავიდან. დიანას შინაგანი სინათლე, რომელზეც, პრაქტიკულად, ყველა ის ადამიანი დღემდე საუბრობს, ვისაც კი ოდესმე ჰქონია ბედნიერება, შეხვედროდა მას, პრინცესას ყველა ფოტოზე აშკარად ჩანს.

1-ელ ივლისს ლედი დის დაბადების დღეა და ამ დღის აღსანიშნავად ჩვენ პრინცესას იშვიათ ფოტოებს ვაქვეყნებთ.

ასევე იხილეთ:

ლედი დიმ სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე უილიამსა და მის მეუღლეს გულისამაჩუყებელი გზავნილი დაუტოვა

პრინცესა დიანა უცნობი მამაკაცის მუხლებზე - სკანდალური ფოტო აუქციონზე გაიყიდება

ბოტი პრინცესა დიანას საყვარელი ფეხსაცმელი იყო (+ ფოტო)