ფოტოს ისტორია: ექიმებმა 11 წლის ბიჭის ცხედართან ქედი მოიხარეს - Marao

ფოტოს ისტორია: ექიმებმა 11 წლის ბიჭის ცხედართან ქედი მოიხარეს

2014-09-09 11:53:56+04:00

11 წლის ასაკში ყველა ბიჭი ოცნებობს მანქანებზე, კონსტრუქტორებსა და ველოსიპედებზე, მაგრამ ამ ბიჭს სულ სხვა ოცნება ჰქონდა – ეჩუქებინა ვინმესთვის სიცოცხლე. და ეს ოცნება აუხდა კიდეც...

11 წლის ჩინელი ბიჭუნა ლიანგ იაუი თანატოლებს შორის განსაკუთრებული აზროვნებით გამოირჩეოდა და მომავალში ექიმობაზე ოცნებობდა. ერთხელ, სკოლაში ყოფნის დროს, მას ძლიერი თავბრუსხვევა დაეწყო. ბიჭი მაშინვე კლინიკაში გადაიყვანეს. არაფერს ცუდს ეს დღე არ მოასწავებდა, მაგრამ საავადმყოფოდან ლიანგი საშინელი დიაგნოზით გამოიყვანეს – თავის ტვინის სიმსივნე...

მას შემდეგ ლიანგს მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებდა – სიკვდილის შემდეგ სხვა ადამიანებისთვის ეჩუქებინა საკუთარი ორგანოები. "დედამიწაზე იმდენი საოცარი ადამიანია, რომელიც ყოველდღიურად სიკეთეს თესავს. მეც მინდა ასეთი ვიყო", - უთხრა ლიანგმა დედას სიკვდილის წინ.

ექიმებმა შეძლეს გადაერჩინათ ბიჭის თირკმელები და ღვიძლი. ჯერ კიდევ სიცოცხლეში ამბობდა ლიანგი, რომ დონორობა – ეს მისი სიცოცხლის ერთგვარი გაგრძელება იქნებოდა.

ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ იხრიან ქედს ლიანგის ცხედართან ექიმები. 11 წლის ბიჭის საქციელი – მართლაც იმსახურებს თაყვანისცემას.

ასევე იხილეთ:

ფოტოს ისტორია: ფოსტით გაგზავნილი ბავშვები

ფოტოს ისტორია - სიკვდილამდე 5 საათით ადრე

ფოტოს ისტორია - 15 წლის დოროთის გაუსაძლისი ოთხი დღე

ფოტოს ისტორია - დაკარგული ქალიშვილობა