სახის გამაახალგაზრდავებელი საოცარი ნიღაბი +35 - Marao

სახის გამაახალგაზრდავებელი საოცარი ნიღაბი +35

2014-11-06 11:30:35+04:00

სახის ამ გამაახალგაზრდავებელი ნიღბის გაკეთება წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ არის საჭირო და ისიც მხოლოდ შემოდგომით და გაზაფხულზე. ერთი კურსი 2 კვირას მოიცავს.

ნიღბის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

1 სუფრის კოვზი თაფლი;

1 სუფრის კოვზი არაჟანი;

50 გ ხაჭო;

1 კვერცხი;

6 წვეთი ლიმონის წვენი;

თითო ამპულა ვიტამინი B1 და B12 (იყიდება აფთიაქში)

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და ერთმანეთში კარგად აურიეთ.

ნიღაბი დაიდეთ სახეზე საღამოს, გაწმენდილ სახეზე (თვალების ირგვლივაც), გაიჩერეთ 15-20 წუთი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კრემის წასმა ამ ნიღბის შემდეგ საჭირო არ არის. პროცედურა 2 კვირის განმავლობაში, დღე-გამოშვებით მაინც უნდა გაიმეოროთ. ნიღაბი შეინახეთ მაცივარში, დახურულ, მინის ჭურჭელში.

ეფექტი საოცარია! ნუ დაიზარებთ - მართლაც კმაყოფილი დარჩებით შედეგით.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება ერთ ღამეში

ლიფტინგ-ნიღაბი ყველა ტიპის სახისთვის- გასაოცარი შედეგი

ნაოჭების საწინააღმდეგო ყველაზე ეფექტური კრემი