ეს სუნთქვითი ვარჯიშები უნდა ჩაატაროთ დილით, უზმოზე, 15 წუთის განმავლობაში.
ვარჯიშს 2 პრინციპი აქვს:
ჩასუნთქვისას – გამობურცეთ მუცელი;
ამოსუნთქვისას – შეიზნიქეთ მუცელი;
ამოსუნთქვის დროს ვეხმარებით ხელით და ვცდილობთ შევწიოთ მუცელი ხელის დახმარებით. ვარჯიშს ვიმეორებთ 10 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ჩავისუნქავთ – გამოვბურცავთ მუცელს, ამოსუნთქვისას ვიხრებით წინ, შემდეგ მაქსიმალურად შევისუნთქავთ და ვიკავებთ სუნთქვას, ვსწორდებით და ვითვლით 8-მდე. პერიოდულად ვჭიმავთ პრესს, შემდეგ კვლავ ჩავისუნთქავთ. ამ პერიოდულობით ვაგრძელებთ ვარჯიშს 3 წუთის განმავლობაში.
მეთოდი დაფუძნებულია იმაზე, რომ ვარჯიშების შესრულებისას ვიწროვდება კუჭი და ვეღარ მივირთმევთ ბევრს.