როგორ დავითვალოთ კალორიები სწორად? - Marao

როგორ დავითვალოთ კალორიები სწორად?

2014-12-12 11:29:26+04:00

1. დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა არ უნდა იყოს 1200-ზე ნაკლები.

2. იმისათვის, რომ  კვირაში 0,5 კგ დავიკლოთ, აუცილებელია, დღეში 500 კალორიის დეფიციტი შევქმნათ. მაგალითად, 300 კალორიას ვწვავთ ფიტნესის მეშვეობით, ხოლო 200-ს – კვების ხარჯზე.

3. არ შეიძლება შევზღუდოთ ცილა, რადგან ის მალე იწვება, არ გვმატებს წონას, გვაძლევს ენერგიას. ცილას შეიცავს: კვერცხი, თევზი, ხორცი, რძე, ხაჭო.

ასევე, უარი არ უნდა ვთქვათ ცხიმზე: დღე-ღამეში ორგანიზმისთვის აუცილებელია 75 გრ ცხიმი: როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური.

4. ორსული ქალის (5-დან 9 თვემდე) რაციონის კალორიულობა არ უნდა იყოს 2900-ზე ნაკლები.

5. მეძუძური დედის კალორიები კი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 3200-ს.

6. სქესი, ასაკი და ფიზიკური აქტიურობა – ყველაფერი ეს მოქმედებს კალორიების დღის ნორმის განსაზღვრაზე.

7. არასოდეს თქვათ უარი საუზმეზე. საუზმეზე მიღებული კალორიების ნორმაა - 350-400 კკალ.

8. შეეცადეთ, არ მიიღოთ ერთ ჯერზე პროდუქტების ყველა ჯგუფი: მაგალითად, მაკარონი, ხორცი, ორცხობილა.

9. უარი არ თქვათ პროდუქტების გარკვეულ ჯგუფებზე. რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს: ბოსტნეული, ხორცი და ბურღულეული.

10. სადილზე მიღებული კალორიების რაოდენობა – 450-700 კკალ-ს უნდა შეადგენდეს. შეეცადეთ, სადილის რაციონში რაც შეიძლება მეტი მწვანე ბოსტნეული ჩართოთ.

ასევე იხილეთ:

რამდენიმე მეთოდი დღეში 100 კალორიის მოსაშორებლად. ამოირჩიე ნებისმიერი

დავითვალოთ კალორიები-იცოდეთ რას და რამდენს მიირთმევთ

კალორიების ცხრილი. ჩაინიშნეთ!

კალორიების დაწვის რამდენიმე უჩვეულო და ჩვეული მეთოდი