Grammy 2015-ის ყველაზე დასამახსოვრებელი და ექსტრავაგანტური კაბები (+ფოტო) - Marao

Grammy 2015-ის ყველაზე დასამახსოვრებელი და ექსტრავაგანტური კაბები (+ფოტო)

2015-02-09 14:14:48+04:00

8 თებერვალს ლოს-ანჯელესში, Staples Center-ის კედლები ბას-გიტარისა და აშშ-ის საუკეთესო მომღერლების ხმებმა ააზანზარა. მიზეზი – Grammy-ს 57-ე მუსიკალური პრემიის გადაცემის ცერემონია იყო.

იხილეთ ფოტოგალერეა

ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც ცერემონიალზე უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, რომელთა შორისაც იყვნენ ბიონსე, რიანა, კეტი პერი, მადონა, ნიკოლ კიდმანი, კიმ კარდაშიანი და სხვანი.

ჩვენს გალერეაში შევკრიბეთ წითელი ხალიჩის ყველაზე დასამახსოვრებელი კაბები.

ყველაზე ექსტრავაგანტური და თამამი ვარსკვლავებს შორის 56 წლის მადონა გახლდათ, მას Givenchy-ს კორსეტი ემოსა. ხოლო რიანა Giambattista Valli-ს ულამაზეს ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი.

მეორე ექსტრავაგანტური მომღერალი ლედი გაგა, ამჯერად მოკრძალებულ (რა თქმა უნდა, მის გაგებაში) კაბაში იყო გამოწყობილი. მას Brandon maxwell-ის ღრმად, ლამის თეძომდე შეხსნილი კაბა ეცვა.

იხილეთ ფოტოგალერეა