მოდელი ნაომი კემპბელი გასულ წელს, 50 წლის ასაკში, დედა პირველად გახდა. ნაომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელია.
“პატარა ანგელოზმა ამირჩია, რომ მისი დედა გავმხდარიყავი. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ ცხოვრებისეულ კავშირს, რომელიც შენთან, ჩემს პატარა ანგელოზთან დავამყარე. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს.“ - წერდა მოდელი მას შემდეგ, რაც შვილის ფოტო პირველად გაუზიარა გულშემატკივრებს.
სავარაუდოდ, ნაომიმ საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინა და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.
ამჯერად ნაომიმ შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გააზიარა, სადაც მისი ქალიშვილის პირველი ნაბიჯებია ასახული.
"ჩემი სიყვარულის პირველი ნაბიჯები", - დაწერა მოდელმა.

„პირველი დედის დღე, ღმერთის ყველაზე დიდი სასწაული“ - ნაომი კემპბელი შვილის პირველ ფოტოებს აქვეყნებს
გამაოგნებლად მშვენიერი - 52 წლის ნაომი ქემპბელი კანის კინოფესტივალზე გამოჩნდა
ნაომი კემპბელისა და იტალიელი მილიარდერის მოულოდნელი გამოჩენა - ვინ არის ერნესტო ბერტარელი, რომელთან ერთადაც სუპერმოდელი პაპარაცებმა გადაიღეს