მოდელი ნაომი კემპბელი გასულ წელს, 50 წლის ასაკში, დედა პირველად გახდა. ნაომი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი სუპერმოდელია.
“პატარა ანგელოზმა ამირჩია, რომ მისი დედა გავმხდარიყავი. სიტყვებით ვერ აღვწერ იმ ცხოვრებისეულ კავშირს, რომელიც შენთან, ჩემს პატარა ანგელოზთან დავამყარე. ამაზე დიდი სიყვარული არ არსებობს.“ - წერდა მოდელი მას შემდეგ, რაც შვილის ფოტო პირველად გაუზიარა გულშემატკივრებს.
სავარაუდოდ, ნაომიმ საკუთარი კვერცხუჯრედი გაყინა და სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა.
ამჯერად ნაომიმ შვილთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გააზიარა. როგორც ჩანს, მოდელი დედის დღეს აღნიშნავს.
„პირველი დედის დღე, ღმერთის ყველაზე დიდი სასწაული“ - წერს ის.
„ბუნება თავისი მშვენებით, როდესაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ერწყმის“ - ნაომი კემპბელის გამაოგნებელი ფოტოები და ეგზოტიკური არდადეგები
შესაძლებელია თუ არა დედაზე ლამაზი იყო, მაშინ, როცა დედა თვით მონიკა ბელუჩია? - დევა კასელის ყველაზე გამორჩეული ფოტოები
როგორ შეცვალა სუპერმოდელი "გასახდომმა პროცედურამ" - 90-იანების ვასრკვლავის მძიმე ცხოვრება