„ნაბოლარამ განსხვავებული გრძნობა მომიტანა... ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია“ - ლევან ქარაზანიშვილი შვილის პირველ კადრებს აქვეყნებს - Marao

„ნაბოლარამ განსხვავებული გრძნობა მომიტანა... ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია“ - ლევან ქარაზანიშვილი შვილის პირველ კადრებს აქვეყნებს

2022-06-16 10:21:46+04:00


ცნობილი ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი, სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ მან მეგობრებს სასიამოვნო სიახლე ამცნო და დაწერა, რომ ის და მისი მეუღლე ქეთი ძიგუა შვილს ელოდებოდნენ. გუშინ კი ისინი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც მატილდე დაარქვეს.

“არაჩვეულებრივი ემოციები დამეუფლა. მშობიარობას არ დავსწრებივარ, მერე მოვინახულე მატილდე. ზომიერი წონის, ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია.

როგორც ყველა, ჩვენც ვემზადებოდით პატარასთან შესახვედრად. განსაკუთრებული არაფერი, ვიყიდეთ საჭირო ნივთები, მოვუმზადეთ ოთახი და რამდენიმე დღეში სახლში ველოდები პატარას.

ნაბოლარამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული გრძნობა მომიტანა, თუმცა უფროს ქალიშვილებსაც თავისებური და თბილი ემოციებით შევხვდი. ახლა მზრუნველობის კუთხით უფრო გამოვირჩევი, ალბათ, სულ სხვა ასაკშიც ვარ და ეგ არის განმასხვავებელი”, - ამბობს ლევანი.

წყვილმა შვილის პირველი ვიდეო „ინსტაგრამზეც“ გამოაქვეყნა და უამრავი თბილი მილოცვა მიიღო.

ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა მშობლები გახდნენ - ნახეთ, რა დაარქვეს პატარას

„საუკეთესო წყვილი, ყოველთვის რომ გსიამოვნებს მათი ყურება“ - ცნობილი ქირურგი ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა ახალ ფოტოებს აქვეყნებენ

„ასაკი მხოლოდ ციფრებია, უსაყვარლესები ხართ” – რას წერენ ლევან ქარაზანიშვილისა და ქეთი ძიგუას ახალ ვიდეოზე