"დედის ასლი" - ქეთი ძიგუა და ლევან ქარაზანიშვილი შვილის ემოციურ ვიდეოს აქვეყნებენ - Marao

"დედის ასლი" - ქეთი ძიგუა და ლევან ქარაზანიშვილი შვილის ემოციურ ვიდეოს აქვეყნებენ

2022-07-07 10:40:29+04:00


ცნობილი ქართველი ექიმი, კარდიოქირურგი ლევან ქარაზანიშვილი, სოციალურ ქსელში აქტიურია და გამომწერებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს. სულ ცოტა ხნის წინ მან მეგობრებს სასიამოვნო სიახლე ამცნო და დაწერა, რომ ის და მისი მეუღლე ქეთი ძიგუა შვილს ელოდებოდნენ. 15 ივნისს კი ისინი პატარა გოგონას მშობლები გახდნენ, რომელსაც მატილდე დაარქვეს.

"ნაბოლარამ, რა თქმა უნდა, განსხვავებული გრძნობა მომიტანა, თუმცა უფროს ქალიშვილებსაც თავისებური და თბილი ემოციებით შევხვდი. ახლა მზრუნველობის კუთხით უფრო გამოვირჩევი, ალბათ, სულ სხვა ასაკშიც ვარ და ეგ არის განმასხვავებელი”, - ამბობდა ლევანი.

ამჯერად ბავშვის ვიდეო სოციალურ ქსელში ქეთიმ გამოაქვეყნა. ვიდეოში პატარა მატილდე მამასთან ერთადაა და ქეთის მეგობრებისგან არაერთ თბილ კომენტარს იმსახურებს.

„ნაბოლარამ განსხვავებული გრძნობა მომიტანა... ძალიან ლამაზი და საყვარელი ბავშვია“ - ლევან ქარაზანიშვილი შვილის პირველ კადრებს აქვეყნებს

ლევან ქარაზანიშვილი და ქეთი ძიგუა მშობლები გახდნენ - ნახეთ, რა დაარქვეს პატარას

„ძალიან პოზიტიური და ბუნებრივი წყვილი ხართ, რაც ჩვენ ქვეყანას აკლია” - ექიმი ლევან ქარაზანიშვილი ცოლის, ქეთი ძიგუას ვიდეოს აქვეყნებს