მანიაკის და მკვლელის ფსიქოლოგია საკმაოდ საინტერესოა.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მათი აზროვნების სტილს იკვლევენ, რაც გამოძიების მსვლელობას ძალიან ეხმარება. ექსპერტთა გუნდი ცდილობს დამნაშავის გონებაში შეღწევას, რათა წინასწარ გამოიცნოს, თუ ვინ აღმოჩნდება მორიგი მსხვერპლი და სად იქნება შემდეგი დანაშაულის ადგილი.
თუ ხარისხიან დეტექტივებს აფასებთ და გაქვთ სურვილი, კარგ სერიალს უყუროთ, აუცილებლად უნდა ჩაუჯდეთ ტელეარხ GDS-ს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 17:00-18:00 სთ-ზე და თვალი ადევნოთ ქართულად დუბლირებულ, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ და საინტერესო სერიალს - ”კრიმინალური აზროვნება”. სერიალის გმირები სწორედ ამ საქმით არიან დაკავებულნი. ისინი დამნაშავეების გონებაში შეღწევას ცდილობენ.
ეს ტესტი ამერიკელი ფსიქოლოგებისა და მეცნიერების მიერ არის შემუშავებული იმისათვის, რომ გამოავლინონ ისეთი ბიზნესმენები, რომელთაც კონკურენტების გზიდან ჩამოშორება შეუძლიათ.
როგორც ტესტის შემქმნელები ამტკიცებენ, ის 90-95%-ის სიზუსტისაა იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვინც ბიზნესმენი სულაც არ არის.
აირჩიეთ გამოსახულება დაუფიქრებლად, 5 წამში. წაიკითხეთ შედეგები.

ტესტის შედეგები:
1 – საკმაოდ სასტიკი ადამიანი ხართ, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილი. თქვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს ყოველთვის სინდისი აკონტროლებს. თავდაცვის მიზნით, ალბათ, შეძლებდით კიდეც ადამიანის მოკვლას.
2 – მართლაც დაუნდობელი ხართ. არ გაწუხებთ სინდისის ქენჯნა. პრაქტიკულად, ყველაფერზე ხართ წამსვლელი, რათა სურვილები დაიკმაყოფილოთ. უფრო სწორად, ფინანსური და პირადი კეთილდღეობა თქვენთვის იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
3 – თქვენს შემთხვევაში ყველაფერი მარტივად არის – ვერასოდეს წახვალთ მკვლელობაზე. შემთხვევით თუ გაგივარდებათ ტყვია, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში.
4 – მაღალი ინტელექტით გამოირჩევით. თქვენი ტიპის ზოგიერთი ადამიანის IQ ხშირად 145-ს უტოლდება, ეს კი გენიალურობის ზღვარია (ერთ-ერთი სერიული მკვლელის, ედმუნდ კამპერის ინტელექტი 150 IQ პუნქტს უტოლდება და ის დღემდე წარმატებით თანამშრომლობს პოლიციასთან და მათ დამნაშავეების გამოვლენაში ეხმარება). შეგიძლიათ მოკლათ ადამიანი, ოღონდ აფექტის მდგომარეობაში.
5 – სისასტიკეს ვერ დაგწამებდით. ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება წესიერებასა და ჰუმანურობას არ სცდება. მკვლელობაზე თქვენ, პრინციპში, წამსვლელი არ ხართ.
6 – საკუთარი სიამოვნებისთვისაც კი წამსვლელი ხართ მკვლელობაზე. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა პირადი მიზნების განხორციელებისთვისაც მარტივად შეგიძლიათ.
7- მატერიალური და პირადი კეთილდღეობა – არის ის, რის გამოც მკვლელობაზე წახვიდოდით. ეს ფსიქოტიპი უფრო მეტად ქალებისგან შედგება და ისინი მკვლელობის იარაღად, ძირითადად, შხამს და სიკვდილის გამომწვევ სხვა ძლიერმოქმედ პრეპარატებს იყენებენ.
იხილეთ ასევე:
შეგიძლია, ამოიცნო მანიაკი? გაიარე ტესტი და გაიგე, მიგიღებდნენ თუ არა სერიალ „კრიმინალური აზროვნების“ ექსპერტთა გუნდში
ვინ არიან ადამიანები, რომლებიც მანიაკების გონებაში შეღწევას ცდილობენ?
საუკეთესო ეპიზოდები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
საუკეთესო ციტატები სერიალიდან ”კრიმინალური აზროვნება”
7 მოულოდნელი ფაქტი სერიალზე "კრიმინალური აზროვნება"
როგორ უნდა შეაღწიო დამნაშავის გონებაში
იაზროვნე, როგორც დამნაშავემ