მნიშვნელოვანი რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეინახოთ ზამთრის ტანსაცმელი და გაათავისუფლოთ ადგილი საგაზაფხულო ნივთებისთვის:
სანამ ზამთრის ფეხსაცმელს გვერდით გადადებთ, დაალაგეთ ისინი, კარგად გაწმინდეთ, გაამშრალეთ, შეინახეთ სპეციალური ქაღალდით, რომ არ დაიჭყლიტოს.
ფეხსაცმელი უნდა იყოს შენახული მუყაოს ყუთებში, ყუთები უნდა ინახებოდეს ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე, ელექტროენერგიისგან მოშორებით.
ქურთუკები, ისევე როგორც ბეწვის ნივთები, ხელოვნური ბეწვის ჩათვლით, უმჯობესია ქიმწმენდაში მიიტანოთ და შემდეგ შეინახოთ. ქურთუკები შეიძლება ინახებოდეს დაკეცილი, ყუთებში ან ნაჭრის ჩანთებში, ხოლო ბეწვის ქურთუკები შეიძლება ინახებოდეს საკიდებზე, რომლებსაც ჰაერის გამტარი ნაჭრები ექნება გადაფარებული.
გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის შეგიძლიათ მოაშოროთ მძიმე სვიტერები და მატყლის ქსოვილები - ეს გაათავისუფლებს ადგილს კარადაში. რამდენიმე სვიტერს ვტოვებთ ცივი დღეებისთვის, დანარჩენს კი პლასტმასის ყუთებში ან სპეციალურ ვაკუუმ ჩანთებში ვათავსებთ. მანამდე, გარეცხეთ ან წაიღეთ ქიმწმენდაში და არ დაგავიწყდეთ, რომ შენახვამდე წაუსვათ ჩრჩილის საწინააღმდეგო საშუალება.
ჩაალაგეთ ქუდები, ხელთათმანები და შარფები კომოდის უჯრაში ან შესანახ კონტეინერშებში. გრძელი შარფები შეიძლება შემოხვიოთ ან ჩამოკიდოთ საკიდზე. გაგიკვირდებათ, რამდენი ადგილი გათავისუფლდება სახლში, როცა ზამთრის აქსესუარებს შეინახავთ - ეს სივრცე შეიძლება გამოყენებულ იქნას ქუდების, აბრეშუმის შარფებისთვის, მზის სათვალეებისა და ქოლგებისთვის.
კარადები, სადაც ყველაფერი თეთრიდან შავამდე არის დალაგებული, რა თქმა უნდა, მაგარია - მაგრამ რამდენად პრაქტიკულია ეს ცხოვრებაში? ბევრად უფრო მოსახერხებელია ნივთების კატეგორიებად დალაგება: კაბები კაბებთან ერთად უნდა ჩამოიკიდოს, მაისურები პერანგებთან, ქურთუკები ქურთუკებთან და ა.შ.
TOP 12 ტრენდი გაზაფხულისთვის, რომელთა მორგებასაც ყველა შეძლებს
ყველაზე მოთხოვნადი და აქტუალური ტონები თქვენი გარდერობისთვის - "ამ ფერების გარეშე 2022 წელი წარმოუდგენელი იქნება"
8 რამ, რაც ამ წელს აუცილებლად უნდა ჩაიცვათ - 2022 წლის მოდის ტენდენციები