მოდა, გავლენა და ძალაუფლება - ახალი დოკუმენტური სერიალი, რომელიც გვიყვება რა გახდა "ვიქტორიას სეკრეტის" გაკოტრების მიზეზი

მოდა, გავლენა და ძალაუფლება - ახალი დოკუმენტური სერიალი, რომელიც გვიყვება რა გახდა "ვიქტორიას სეკრეტის" გაკოტრების მიზეზი
„ვიქტორია სეკრეტის“ წარუმატებლობისა და აღზევებიდან დაცემის ხანაში გადასვლის ისტორია მთელმა მსოფლიომ იხილა. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბრენდი წლების განმავლობაში ჩვენ თვალწინ დასუსტდა, დაკარგა გავლენა და საბოლოოდ, აქციების უმეტესობის გაყიდვა მოუწია.

ამის მიზეზად ბევრი საკითხი დასახელდა, თუმცა მოდის ექსპერტები ირწმუნებიან რომ ეს ყოველივე ბრენდის მოძველებულმა სტანდარტებმა გამოიწვია, რადგან ისინი არ ცდილობდნენ ისეთი ტენდენციების მორგებას, როგორიცაა დიდი ზომის ტანსაცმელი, უმცირესობის წარმომადგენლების მხარდაჭერა და ა.შ.

მეტ ტირნაუერი ბრენდის დიდებისა და სახელის განადგურების შესახებ დოკუმენტურ სერიალს იღებს, სადაც მაყურებელი მთელს
ეპოქაში იმოგზაურებს. სერიალის სახელი „ანგელოზები და დემონები“ იქნება და აჩვენებს ტოქსიკურ და იდუმალ დამოკიდებულებებს ბრენდსა და მათ მარკეტინგს, დიზაინერებს თუ მოდელებს შორის.

ტირნაუერი აცხადებს, რომ სერიალის მთავარი ხაზი ძალაუფლება, გავლენა და მოდა იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება ყველა ის დეტალი, რის გამოც „ვიქტორიას სეკრეტი“ კონკურენტუნარიან ბრენდად წლების განმავლობაში რჩებოდა.

„ეს ძალიან კომპლექსური ისტორიაა, რომელიც არა მხოლოდ ბრენდს, არამედ მთელს მოდის სამყაროს ეხება, სერიალი იქნება დიზაინებისა და მარკეტინგის შესახებ და გვაჩვენებს ადამიანებს, რომლებიც ამ იმპერიებს მიღმა დგანან“ - ამბობს მეტი.

სერიალში ვნახავთ ბრენდის 80-იანი წლების სუპერმოდელებს, ლინდსი სკოტს, ნაომი კემპბელს, დოროთი ბარტს და სხვებს. ამას გარდა, მოხსენიებული იქნებიან ჟიზელ ბუნდჰენი, ადრიანა ლიმა, ჰეიდი კლუმი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები და ა.შ.

შეჯამების სახით, ტირნაუერის სურვილია აჩვენოს ხალხს რა ხდება ლამაზ სცენასა და კულისებს მიღმა, რასთან უწევთ გამკლავება მოდელებს და როგორ მოქმედებს მარკეტინგი და სოციალური ქსელები ჩვენს ყოველდღიურობაზე.



„ორი შვილის დედა ვარ და თუ ნაყინი უნდათ, ნაყინსაც მათთან ერთად ვჭამ. არ მინდა ჩემმა ქალიშვილმა იფიქროს, რომ ლამაზი ქალი მუდმივ შეზღუდვებთანაა კავშირში“ - სინდი კროუფორდი კარიერისა და თავლის მოვლის შესახებ საუბრობს

6 საზაფხულო კაბა ცხელი და მზიანი ამინდებისთვის

"პატარძალი რენესანსის ეპოქიდან"– Oscar de la Renta-მ 2023 წლის საქორწილო კოლექცია წარადგინა

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93