"გრემის" რიგით 64-ე დაჯილდოების ცერემონიალზე, კვირას, ლას-ვეგასში, MGM Grand Garden Arena-ზე, წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ ვარსკვლავები სხვადასხვა ქვეყნიდან, ცნობილი დიზაინერების სამოსით.
დაწყებული კლასიკური შავ-თეთრი ტანსაცმლიდან, დამთავრებული თამამი სტილის კაბებითა და უჩვეულო დიზაინით, ჰულივუდის ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მიიპყრო მაყურებლის თვალი.
წელს ხალიჩაზე ყველაზე ხშირი ვარდისფერი იყო. ეს ფერი აირჩიეს როგორც ქალებმა, ასევე მამაკაცებმაც.
თუმცა, რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი კარგად ჩაცმული ვარსკვლავების სიაში ვერ მოხვდა. ამ სიის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ჯასტინ ბიბერია, რომელსაც დემნა გვასალიას მიერ „ბალენსიაგასთვის“ შექმნილი დიზაინის პიჯაკი და შარვალი ეცვა.
ჯასტინისგან განსხვავებით, მოდის კრიტიკოსები შეთანხმდნენ იმაზე, რომ პარიზ ჰილტონი ისე მომხიბვლელად გამოიყურებოდა, როგორც არასდროს.
ქვემოთ მოცემულია რამდენიმე საყვარელი და ყველაზე ნაკლებად საყვარელი სტილი „გრემის“ დაჯილდოების ცერემონიალიდან.
ვარსკვლავები, რომლებიც "კარგად ჩაცმულების" სიაში მოხვდნენ:
ტიფანი ჰადიში
სოფია ქარსონი
ქრისი ტეიგენი
პარის ჰილტონი
ლედი გაგა
ჰეილი ბიბერი
ყველაზე "ცუდად ჩაცმული" ვარსკვლავების სია ასე გამოიყურება:
ჯასტინ ბიბერი
სინტია ერივო
ქერი ანდერვუდი
„რუსულ ბომბებს სიჩუმე მოაქვს ქუჩებში, მოკლული ადამიანების დუმილი... 153 ბავშვი დაიღუპა... შეავსეთ ეს სიჩუმე თქვენი მუსიკით“ – „გრემის“ ცერემონიალზე ზელენსკიმ ვარსკვლავებს მიმართა
10 ყველაზე უჩვეულო ჩანთა და აქსესუარი 2022 წლის "ოსკარის" დაჯილდოებიდან
„მეგონა, ჯილდოები ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ეს ასე არ არის...“ – ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესის მხარდასაჭერად დაჯილდოების ცერემონიაზე შვილებთან ერთად მივიდა