სიახლე

სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე აცმევს დიზაინერი, რომელიც კაბებს ნატალია ვოდიანოვას და ადრიანა ლიმას უკერავს

სალომე ზურაბიშვილს ინაუგურაციაზე აცმევს დიზაინერი, რომელიც კაბებს ნატალია ვოდიანოვას და ადრიანა ლიმას უკერავს
რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ეყო­ლე­ბა. საფ­რან­გეთ­ში ემიგ­რა­ცი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად საფ­რან­გე­თის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის პოსტს იკა­ვებ­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით მის ოპო­ზი­ცი­ა­ში წა­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას თავი მი­ტინ­გებ­ზე და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბით და­ა­მახ­სოვ­რა...

მას ყო­ველ­თვის მი­იჩ­ნევ­დნენ გე­მოვ­ნე­ბი­ან პო­ლი­ტი­კო­სად და სა­მარ­თლი­ა­ნა­დაც - მიდი კა­ბე­ბი და ქვე­და­ბო­ლო­ე­ბი, პი­ჯა­კე­ბი, მკვეთ­რი ფე­რე­ბი, მა­სი­უ­რი სა­ყუ­რე­ე­ბი და აქ­სე­სუ­ა­რე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვილს ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­და სხვა პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბის­გან. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მან მა­სი­ურ ბეჭ­დებ­სა და სა­ყუ­რე­ებ­ზე უარი თქვა და
შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და შეხ­ვედ­რებ­ზე.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კუ­თარ სტილ­ზე თა­ვად ზრუ­ნავს და ქა­ლიშ­ვი­ლი ქე­თე­ვან გორ­ჯეს­ტა­ნი მისი ყვე­ლა­ზე დიდი შემ­ფა­სე­ბე­ლია. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ქარ­თველ დი­ზა­ი­ნე­რებ­თან ხში­რად თა­ნამ­შრომ­ლობს. მა­გა­ლი­თად, ვა­ჟის, თე­ი­მუ­რაზ გორ­ჯეს­ტა­ნის ქორ­წი­ლის­თვის მან კაბა დი­ზა­ი­ნერ ქეთი ჩხიკ­ვა­ძეს­თან შე­ი­კე­რა.

ასევე დაგაინტერესებთ

ახალგაზრდა ქართველი დიზაინერი, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტის საინაუგურაციო სამოსზე მუშაობს

რო­გორც AMBEBI.GE-მ გა­არ­კვია, ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის სა­მო­სით წარ­სდგე­ბა. დი­ა­სა­მი­ძე მაკა ასა­თი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი დი­ზა­ი­ნე­რია და ბარ­სე­ლო­ნა­ში მისი მა­ღა­ზი­ის Darial-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი. ისე­ვე რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, ჯაბა დი­ა­სა­მი­ძეც საფ­რან­გეთ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ი­ზარ­და და მათ ერ­თმა­ნე­თი სწო­რედ იქ გა­იც­ნეს.

დღეს ჯაბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რია, მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ყო­ველ­თვის იგ­რძნო­ბა ფრან­გულ-ქარ­თუ­ლი ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ბა­ი­ე­რებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს და ვარ­სკვლა­ვებს აღაფრ­თო­ვა­ნებს. ჯაბა დი­ა­სა­მი­ძის სა­მო­სი არა­ერ­თმა ცნო­ბილ­მა ქალ­მა მო­ირ­გო, მათ შო­რის: ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ფო­ტო­სე­სი­ა­ში დი­ა­სა­მი­ძის შლა­პით გა­მოჩ­ნდა, ასე­ვე სუ­პერ­მო­დე­ლე­ბი ად­რი­ა­ნა ლიმა, ნა­ტა­ლია ვო­დი­ა­ნო­ვა და სხვე­ბი. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93