მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.
ნუკის ერთი შვილი ჰყავს, რომლის ფოტოებს და ვიდეოებს გამომწერებს ხშირად უზიარებს. ამჯერად ნუკი საკუთარ ფოტოებს აქვეყნებს და იმ ცვლილებებზე საუბრობს, რომლებიც მისმა სხეულმა მშობიარობის შემდეგ განიცადა.
„ძალიან ბევრი წლის წინ არის გადაღებული ეს ფოტო. წესით, კითხვა ასე უნდა ჟღერდეს: „სად მიდის წლები?“, „წლები როგორ გასულა და წასულა?“, მაგრამ, ახლა კითხვა მხოლოდ ერთია: „ძუძუები სად წავიდა?“.
პატარა მკერდი ყოველთვის უფრო მომწონდა, მაგრამ ამ ფოტოზე დიდი მკერდი და წვრილი წელი მაქვს, ახლა კი პირიქით, პატარა მკერდი და დიდი წელი. რაღაც კომპენსაცია უნდა დაწესდეს დედებისთვის.
ხუმრობა გვერდზე იყოს, თქვენც შეგეცვალათ სხეული? მე ყველაზე მეტად მუცლის არეში ვგრძნობ ცვლილებებს. განიერი გავხდი და მკერდიც, როგორც ხედავთ, საგრძნობლად შემეცვალა.“ - წერს მსახიობი.
„ეს ფოტო 8 წლის წინ არის გადაღებული... ვის შევწირე ჩემი ახალგაზრდობა, მინდა, ისევ 21 წლის ვიყო“ - ნუკი კოშკელიშვილი ძველ ფოტოებს აქვეყნებს
"ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო ვერაფერს შეედრება’’ - ნუკი კოშკელიშვილი დედობის შესახებ
“მომწონს ჩემი თავი... შეგიძლიათ შემაქოთ და მითხრათ კომპლიმენტები“ - ნუკი კოშკელიშვილის პიკანტური ფოტოსესია და ულამაზესი კადრები