დედოფლის იუბილეს ბრიტანეთში სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია. იმის გარდა, რომ ელიზაბეტ მეორის დაბადების დღეს პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ ესწრებოდნენ, ტაბლოიდების ყურადღება სასახლის წინ გამართულმა საპროტესტო აქციებმა მიიპყრო, სადაც მოქალაქეები მონარქიას აპროტესტებდნენ.
ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა Tower Bridge-ის მახლობლად. ბანერებით ხელში ამბობდნენ, რომ მოქალაქეები სამეფო ოჯახის „საგნები“ არ არიან და დედოფალმა გზა დემოკრატიას უნდა დაუთმოს.
საპასუხოდ, სამეფო ოჯახის მხარდამჭერებმა დაიწყეს სიმღერის, „ღმერთო, დიდხანს აცოცხლე დედოფლის“ შესრულება.
თავად დედოფალმა ელიზაბეტმა 5000 სტუმრის წინ გაიარა და აპლოდისმენტებიც დაიმსახურა, რადგან ბოლო 1 თვეა ბრიტანული ტაბლოიდები აქტიურად წერენ, რომ დედოფალს გადაადგილების პრობლემები აქვს და შესაბამისად, ის საკუთარ იუბილეს ვერ დაესწრებოდა.
მისი უდიდებულესობის პატივსაცემად გამართულ ცერემონიას სამეფო ოჯახი და ჰოლივუდის ვარსკვლავები დაესწრნენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა გამოთქვეს საკუთარ სამეფო ტიტულებზე უარის თქმის სურვილი მონარქიის მოდერნიზების მიზნით.
დედოფალმა ელიზაბეტმა 96 წლის იუბილე სამდღიანი ცერემონიით აღნიშნა
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი საკუთარ ცხოვრებაზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებენ
ერთგული თანაშემწე თუ საიდუმლო საყვარელი - რატომ ვერ დაივიწყა ელიზაბეტ II-მ თავისი მრჩეველი