სიახლე

”ახალგაზრდა, მაგრამ მახინჯი, ქარიზმატული და თავდაჯერებული” - რას წერენ ისტორიკოსები ჰიურემ სულთანის შესახებ

”ახალგაზრდა, მაგრამ მახინჯი, ქარიზმატული და თავდაჯერებული” - რას წერენ ისტორიკოსები ჰიურემ სულთანის შესახებ
რა განსხვავებაა სერიალ „დიდებული საუკუნის“ ჰიურემ სულთანსა და ალექსანდრა-ანასტასია ლისოვსკა ჰასეკი-სულთანს შორის? ხარჭების პორტრეტების დახატვა იმ დროის ოსმალეთში ყველა შესაძლო კანონით იყო აკრძალული, თუმცა ისტორიკოსები გვარწმუნებენ, რომ ალექსანდრა ლისოვსკა ან ლაროსა გარეგნულად არც ისე ლამაზად გამოიყურებოდა.

თურქეთის ისტორიაში ალექსანდრა გახდა ქალის იდეალის მაგალითი, რომელსაც აქვს როგორც რბილი ქალურობა, ასევე ხასიათის ურყევი სიმტკიცე და სისასტიკე.

ალექსანდრა ანასტასია ლისოვსკას ევროპაში როქსოლანას სახელით იცნობდნენ. იგი დაიბადა დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ როგატინში. რადგან იმ პერიოდში ეს მიწები პოლონელებს ეკუთვნოდათ, როქსოლანას
ხშირად პოლონელსაც ეძახდნენ. თუმცა ის ნამდვილად უკრაინელი იყო.

1520 წელს, თათრების მორიგი შემოსევის დროს, 15 წლის ანასტასია ლისოვსკაია დაატყვევეს, ყირიმში წაიყვანეს და იქიდან სტამბოლში გადაიყვანეს. იქ გოგონა შენიშნა ვაზირმა იბრაჰიმ ფაშამ, რომელმაც იგი სულეიმან I-ს წარუდგინა.

იმ დროს სულთნის ქალები ხელშეუხებელი ხალხი იყვნენ, რაც ნიშნავს, რომ არცერთ მხატვარს არ ჰქონდა მათი დახატვის უფლება. ასე რომ, ჩვენამდე მოღწეული პორტრეტები ჰარემის საჭურისების მიერ აღწერილი გარეგნობის მიხედვით იქმნებოდა და არავინ იცის, რამდენად ჰგავდა ფოტოებზე აღბეჭდილი ჰიურემი ნამდვილ ალექსანდრა ლაროსას.

”ახალგაზრდა, მაგრამ მახინჯი, ქარიზმატული და თავდაჯერებული”, - ამბობენ მემატიანეები. გარდა ამისა, ალექსანდრა-ანასტასია ლისოვსკა დაბალი იყო და ჰქონდა გრძელი, კეხიანი ცხვირი, მისი თმა კი წითურისგან ძალიან შორს იყო.



მხოლოდ 20 წლის ასაკში ალექსანდრას უკვე 4 შვილი ჰყავდა. გოგონა მაღალი ინტელექტითა და სტრატეგიული აზროვნების უნარით გამოირჩეოდა. ის საუბრობდა არაბულ, თურქულ და სპარსულ ენებზე, იცოდა ლათინური და თავისუფლად კითხულობდა ყურანს. ის ასევე კარგად ერკვეოდა არქიტექტურასა და ხელოვნებაში, ფლობდა ორატორულ ნიჭს და შეეძლო წერა.

ამბობდნენ, რომ სულთანთან გატარებული პირველი ღამის შემდეგ მან საჩუქრად არა ბეჭედი ძვირფასი ქვით, არამედ სასახლის ბიბლიოთეკაში წასვლის ნებართვა მოითხოვა.

სერიალისგან განსხვავებით, თურქეთში ჰარემის ქალებს დეკოლტეებისა და სამკაულების ტარება ეკრძალებოდათ. ამიტომ ძვირფასი ქსოვილები და ლამაზი კაბები სინამდვილეში მხოლოდ მითია. ისტორიკოსთა ნაწილი ასევე ამტკიცებს, რომ ჰიურემის ზურმუხტის ბეჭედიც არ არის რეალური.

ის ფაქტი, რომ ალექსანდრა ხარჭა იყო და თან არცთუ ისე ლამაზი ხარჭა, სულეიმან სულთანს არ აწუხებდა, იგი ძალიან მალე დაქორწინდა მასზე და ეს იყო ყველა ტრადიციისა და წესის დარღვევა, რაც ოტომანების დინასტიის ისტორიაში არსებობდა.

სპეციალურად ცოლისთვის სულთანმა თავის კარზე შემოიღო ახალი ტიტული - ჰასეკი. 1534 წლიდან როქსოლანა გახდა სულეიმანის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მას დამოუკიდებლად შეეძლო მიეღო ელჩები, ჰქონოდა მიმოწერა ევროპაში გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეებთან და ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას.

ალექსანდრა-ანასტასია ლისოვსკა იყო არა მხოლოდ პრაგმატული, ინტელექტუალი და შორსმჭვრეტელი ქალი, არამედ სულთნის ერთადერთი სიყვარულიც, რომელიც წლებთან ერთად არ ქრებოდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ სულთანს არც კი უფიქრია ხელახლა დაქორწინება. ალექსანდრა-ანასტასია ლისოვსკა დარჩა მისი ერთადერთი სიყვარული და მეუღლე. მის გამო სულეიმანმა ჰარემიც კი დაშალა და ჰიურემი საკუთარ სასახლეში დაკრძალა, სადაც დაკრძალვის პატივი თავად სულეიმანის დედასაც კი არ ღირსებია.



ვინ იყო ჰატიჯე სულთანი, რომელსაც ისტორიკოსები ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ქალს უწოდებენ

მიჰრიმაჰი - მზისა და მთვარის სულთანი ოსმალეთის იმპერიაში

„შენი მონა, შენი საკუთრება, შენთან დაშორებით ვიწვი“ - ჰასეკი ჰიურემისა და სულთან სულეიმანის დიდებული სიყვარულის ისტორია




FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
დიანა
თურქულ ენაზე წაკითხული მაქვს წიგნი,,დიდებული საუკუნე"და არაფერი საერთო არ აქვს ამ სერიალთან,უბრალოდ მხატრულად არის გაფორმებული,ძალიან ნაკლებად შეესაბამება სინამდვილე ილმში გადმოცემულ ზღაპარს.
22:01 / 01-07-2022
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
e87a93