ხმები იმის შესახებ, რომ ნინი ბადურაშვილი მეუღლეს დაშორდა, რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.
მაშინ თავად ნინიც, დედამისი ეკა კახიანი და ოჯახის ყველა წევრი კატეგორიულად უარყოფდნენ ხმებს მომღერლის ოჯახის დანგრევის შესახებ, თუმცა ჟურნალისტებამდე მაინც მოდიოდა ჭორები და ნახევრად დადასტურებული ამბები ნინისა და მოსკოვში მცხოვრები ირაკლი კუტალაძის ურთიერთობის დასრულების შესახებ.
თუმცა, ვინაიდან დადასტურებულად ამის თქმა არ შეიძლებოდა, თანაც, ნინი ფეხმძიმედ არის და მის მდგომარეობასაც გარკვეულწილად ყველა უწევდა ანგარიშს, ამის შესახებ პრესაში არ დაწერილა, თუმცა ჭორების გავრცელებას, გაგიკვირდებათ და, წერტილი ნინი ბადურაშვილის მეუღლემ თავად დაუსვა, როდესაც 1 ივლისის ჟურნალ ”თბილისელებში” ცოლის შესახებ იმდენად სკანდალური განცხადებები გააკეთა, როგორიც ალბათ, არასდროს მოგისმენიათ.
ირაკლი კუტალაძე ამბობს, რომ ნინი ბადურაშვილმა ის გამოიყენა და მისი მიზანი იყო, კანონიერად გათხოვილიყო და კანონიერ ქორწინებაში გაეჩინა შვილი.
იხილეთ სრულად: www.reitingi.ge
ასევე იხილეთ:
ნინი ბადურაშვილის გრანდიოზული ქორწილი "შერატონში" (+ ფოტო)
ორსული ნინი ბადურაშვილი სპორტს მისდევს