14 დღეში 7-8 კილოგრამის დაკლება – ასეთ ეფექტს გვპირდება პოპულარული იაპონური დიეტა. როგორ უნდა დავიკლოთ წონაში ამ მეთოდით და ვისთვის არ არის რეკომენდებული კვების ეს რეჟიმი?
ამ დიეტის საფუძველში დევს – ცილოვანი კვება, ცხიმებისა და ნახშირწყლების შეზღუდვის ხარჯზე.
მისი დაცვა 13-14 დღეზე მეტხანს არ შეიძლება – კვების ამ სისტემის დიდხანს დაცვამ შესაძლოა, დაგირღვიოთ ნივთიერებათა ცვლა, რაც წონის კვლავ დაგროვებასა და სხვა გლობალურ პრობლემებს გამოიწვევს.
როგორ ვიკლებთ წონაში?
დიეტის დროს სრულიად გამორიცხულია შაქარი, მარილი, პურ-ფუნთუშეული, ალკოჰოლი და სხვა სასუსნავები. არ შეიძლება ერთი პროდუქტის მეორით ჩანაცვლება. დიეტა ითხოვს მაქსიმალურ ნებისყოფას.
დღის განმავლობაში უნდა სვათ არანაკლებ 2 ლიტრი ნადგომი ან ანადუღარი წყალი. მცენარეული ზეთის გამოყენებაც მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ. თუ სისუსტე იგრძენით – შეგიძლიათ დამატებით დალიოთ ფინჯანი მწვანე ჩაი.
დიეტაში შესვლა:
საერთოდ, ნებისმიერი დიეტისთვის წინასწარ მომზადებაა საჭირო. 2-5 დღით ადრე მაქსიმალურად შეამსუბუქეთ თქვენი რაციონი. შეგიძლიათ შეიძინოთ იაპონური ჩხირები და ჩანგლის მაგივრად ისინი გამოიყენოთ, რათა ნელა და პატარ-პატარა ლუკმებით იკვებოთ. მიიღეთ პოლივიტამინები, რომ დიეტა თქვენს კანსა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე ცუდად არ აისახოს.
კვების რეჟიმი:
იაპონური დიეტა ერთდრულად კარგიც არის და რთულიც იმით, რომ აქვს მკაცრი, ყოველდღიური განრიგი – ის დაწვრილებით აღწერს, როდის და რა პროდუქტები უნდა მიირთვათ. ჩვენ წარმოგიდგენთ 7 დღის რაციონს, შემდეგი შვიდი დღე კი იმეორებთ იგივე რეჟიმით. ერთადერთი, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ყავა ჩაით. დანარჩენი პროდუქტები უცვლელია.
დღე პირველი.
საუზმე – ნატურალური შავი ყავა. სადილი – 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, უმი კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით, პომიდორი ან ტომატის წვენი. ვახშამი – 200 გრ შემწვარი ან მოხარშული თევზი, უმი კომბოსტოს სალათა.
დღე მეორე.
საუზმე – შავი ყავა ორცხობილით. სადილი – შემწვარი ან მოხარშული თევზი, უმი კომბოსტოს სალათა. ვახშამი – 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი (მაწონი).
დღე მესამე.
საუზმე – ყავა. სადილი – 1 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 3 მოხარშული სტაფილოთი და მცენარეული ზეთით მომზადებული სალათა. ვახშამი – 2 ვაშლი.
დღე მეოთხე.
საუზმე – ყავა. სადილი – ზეთზე მოთუშული ოხრახუშის ძირები, 2 ვაშლი. ვახშამი – 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, უმი კომბოსტოს სალათა ზეთით.
დღე მეხუთე.
საუზმე – უმი სტაფილოთი და ლიმონის წვენით მომზადებული სალათა. სადილი – 500 გრ მოხარშული ან შემწვარი თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი. ვახშამი – 200 გრ თევზი, უმი კომბოსტოს სალათა ზეთით.
დღე მეექვსე.
საუზმე – ყავა. სადილი – 500 გრ მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, უმი კომბოსტოსა და სტაფილოს სალათა. ვახშამი – 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, უმი სტაფილოსგან მომზადებული სალათა ზეთით.
დღე მეშვიდე.
საუზმე – შავი ჩაი. სადილი – 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, 2 ვაშლი. ვახშამი – აირჩიეთ წინა ვარიანტებიდან თქვენთვის სასურველი, გარდა მესამე დღისა.
დიეტიდან გამოსვლა:
დიეტიდან გამოსვლაც მაქსიმალურად ფაქიზად უნდა. დაიწყეთ პორციებისა და მარილის ნელ-ნელა მომატება. იკვებეთ ძალიან ზომიერად, რათა წონის უკან დაბრუნების რისკი მაქსიმალურად შეამციროთ.
პლუსები, მინუსები, უკუჩვენებები
ამ დიეტის პლუსი ის არის, რომ 2 კვირაში თქვენ გარანტირებულად და საგრძნობლად იკლებთ წონაში, გეცვლებათ მადა და შესაძლოა, საერთოდაც გადაიყვაროთ ბევრი მავნე პროდუქტი. დიეტის დროს ორგანიზმი იწმინდება, რეგულირდება შინაგანი პროცესები, უმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, მაღლდება შრომისუნარიანობა. ამასთან, დიეტის დროს არ დაგჭირდებათ განსაკუთრებული კულინარიული დელიკატესების შეძენა, მენიუში შემავალი ერთადერთი ძვირად ღირებული პროდუქტი – თევზია.
დიეტის მინუსი ის არის, რომ ითვალისწინებს ნატურალური შავი ყავის ხშირ მიღებას, თანაც მშიერ კუჭზე. თუ თქვენ საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ პრობლემები გაქვთ, შესაძლოა, ამან გამოიწვიოს მუცლის შებერილობა ან მჟავიანობა.
იაპონური დიეტა კატეგორიულად ეკრძალებათ:
ორსულებს;
მეძუძურ დედებს;
ბავშვებს;
ადამიანებს კუჭ-ნაწლავის მწვავე დაავადებებით;
ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს დიდი გონებრივი დატვირთვა (მაგალითად, ემზადება გამოცდებისთვის);
ადამიანებს ქრონიკული დაავადებებით;
გულისა და თირკმლის დაავადებების დროს.
ასევე იხილეთ: