ალბათ, ფიქრობთ, რომ თუკი ერთ პატარა ორცხობილას მიირთმევთ და ზედ ტკბილ გაზიან სასმელსაც დააყოლებთ, სულ ადვილად მოინელებთ და წონაშიც არ მოიმატებთ.
მაგრამ თურმე, იმ პატარა ორცხობილისგან მიღებული კალორიების დაწვას 35 წუთი სახტუნაოთი ხტუნვა, 50 წუთი ველოსიპედით სიარული ან 1 საათი გოლფის თამაში სჭირდება.
ნახევარი ლიტრი ტკბილი, გაზიანი სასმლის მონელებას კი 30 წუთი გაუჩერებელი სირბილი, 1 საათი ჩქარი სიარული ან 2,5 საათი შოპინგი დასჭირდება.
ერთი შეხედვით ციცქნა და უვნებელი მოჭიქული ყველეულისგან ("სიროკი") მიღებულ კალორიებს დაწვავთ, თუკი 15 წუთი ირბენთ კიბეზე (თანაც მაღლა), 30 წუთი იცოცებთ კლდეზე ან 40 წუთი ითამაშებთ ხელბურთს.
შოკოლადიანი ფუნჩულას მოსანელებლად კი 40 წუთი სპორტული სიარული დაგჭირდებათ ან 1 საათი სამეჯლისო ცეკვა, ან 1 საათი ცხენზე ჯირითი – თქვენი ასარჩევია.
ჩაინიშნეთ ეს ინფოგრაფიკა და გაიხსენეთ, როგორც კი რაიმე ტკბილის გასინჯვა მოგინდებათ.
ასევე იხილეთ:
კალორიების ცხრილი. ჩაინიშნეთ!
10 მარტივი მეთოდი იმისათვის, რომ არ მიიღოთ ზედმეტი ცხიმი
რას მივირთმევთ მხოლოდ 100 კალორიად?
ჩაინიშნეთ! დღეში რამდენი კალორია უნდა მიიღოთ სასურველი წონის მისაღებად?