ოჯახი

თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდა - რა დაარქვა მომღერალმა შვილს

თაკო გაჩეჩილაძე დედა გახდა - რა დაარქვა მომღერალმა შვილს
მომღერალ თაკო გაჩეჩილაძეს (იგივე თამარა მილანოვას) და პროდიუსერ ბორისლავ მილანოვს გოგონა შეეძინათ. მშობლებმა პატარას გაბრიელა დაარქვეს.
ცოლ-ქმარი ამჟამად ვენაში ცხოვრობს და თავს ერთად ბედნიერად გრძნობენ.

თამარას და ბორისლავს გოგონას შეძენა ქართველმა სელებრითებმაც მიულოცეს, რომლებსაც თაკოსთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მათ შორის იყვნენ: ნინი ბადურაშვილი, ქეთა თოფურია და სხვები.
ბედნიერმა დედამ ემოციები ვერ დამალა და „ინსტაგრამზე“ გაბრიელას ფოტო გამოაქვეყნა, სადაც გოგონას დაბადების თარიღი და პაწაწინა ხელი ჩანს. „საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში“ - წერს თაკო.


მომღერალს ორსულობა ძალიან უხდებოდა, რაზეც
ეს ფოტოც მეტყველებს.

თაკო გაჩეჩილაძე ბორისლავ მილანოვზე სექტემბერში დაქორწინდა. მან მომავალი მეუღლე „ევროვიზიაზე“ გაიცნო.
ბორისლავ მილანოვი იმ პერიოდში „ევროვიზიის“ ჟიურის წევრი გახლდათ და ბულგარეთში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული პიროვნებაა.



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93