„ზღაპრული დედა-შვილი, გენების ძალა“ - თაკო ნაცვლიშვილი და ნინო ცქიტიშვილი ახალ ფოტოს აქვეყნებენ - Marao

„ზღაპრული დედა-შვილი, გენების ძალა“ - თაკო ნაცვლიშვილი და ნინო ცქიტიშვილი ახალ ფოტოს აქვეყნებენ

2022-06-28 12:40:07+04:00


ნინო ცქიტიშვილის სახელი უამრავ წარმატებულ მოდელთან ასოცირდება. მათ შორისაა მატილდა გვარლიანი, მარიშა ურუშაძე და სხვა ქართველები, რომლებმაც საერთაშორისო პოდიუმები დაიპყრეს.

ნინო "მის საქართველო 1997" და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია.

გასაკვირი არ არის, რომ სილამაზე, რომლითაც ნინომ ხალხს თავი დაამახსოვრა და შეაყვარა, უკვალოდ არ გამქრალა და გენეტიკურად მის ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს გადაეცა.

საზოგადოებაში თაკოს და ნინოს ერთმანეთს ძალიან ხშირად ადარებენ. თაკო ბოლო დროს სოციალურ ქსელსა და სამოდელო სფეროში აქტიურად ჩართული არაა, თუმცა მან უამრავი ცნობილი დიზაინერის პოდიუმი დაამშვენა და "არმანის" სახეც გახდა.

მოდელმა განსაკუთრებით დიდი სიყვარული ,,ვიქტორია სექრეთის’’ მაღაზიასთან გადაღებული სახუმარო ვიდეოთი დაიმსახურა, რომელსაც ქართველებისგან უამრავი დადებითი კომენტარიც მოჰყვა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, უცხოურ მედიაში საკმაოდ ბევრი ნეგატიური კომენტარი მიიღო.

ცოტა ხნის წინ ნინომ თაკოსთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც მის გამომწერებში დიდი სიყვარული დაიმსახურა.

"ულამაზესი დედა-შვილი", "დები მგონიხართ", - წერენ კომენტარებში.

"დედა-შვილი " - თაკო ნაცვლიშვილი და ნინო ცქიტიშვილი - როდესაც გენები არ იკარგება

„14-15 წლის ვიყავი, როდესაც მარტო წავედი საზღვარგარეთ და მას შემდეგ მარტო ვცხოვრობ… ვანგრევ ყველანაირ სტერეოტიპს, ცხოვრება ყოველთვის იმას მოგვცემს, რასაც მოვითხოვთ“ – თაკო ნაცვლიშვილი პირად ცხოვრებასა და კარიერაზე საუბრობს

„როგორ ვუვლი სახის კანს ყოველდღე“ - თაკო ნაცვლიშვილის სილამაზისა და იდეალური კანის საიდუმლო (ვიდეო)