პოლ და მარგო ბროქმენები ლოს-ანჯელესში ცხოვრობენ და უკვე 50 წელზე მეტია დაქორწინებულები არიან. პოლს უნდოდა თავის ცოლს ყოველი წლის განმავლობაში თავი განსაკუთრებულად ეგრძნო. ის ამბობს, რომ მარგოსთან ერთად საცეკვაოდ ყოველ კვირას დადიოდა და უნდოდა, რომ ყველა ცეკვა სხვადასხვა კაბაში შეესრულებინა.
ამ ყველაფრის შემდეგ ბროქმენებს 55 000-ზე მეტი კაბა აქვთ, რომლებსაც პოლი სათანადოდ ინახავს. ახლა ის 78 წლისაა, ხოლო მარგო - 76-ის. მათ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დროა კაბები გაყიდონ. იმის გამო, რომ ზოგიერთი კაბა ათასობით დოლარზე ძვირი ღირს, პოლმა ცოლისთვის სპეციალური საიტიც შექმნა.
მარგოს თქმით, მას კაბების ნახევარი საერთოდ არ ჩაუცვამს, რადგან პოლი იმდენად ბევრ კაბას ყიდულობდა, მათ მორგებას ვერ ასწრებდა.
"ქმარი მთლიან ხელფასს ცოლს აძლევს" - კორეული ოჯახების ბედნიერების 10 საიდუმლო
რატომ უშვებენ ჭკვიანი ქალები უამრავ შეცდომას ურთიერთობებში
"მათზე დღემდე ბევრს საუბრობენ..." - ჯონ და ჟაკლინ კენედების სკანდალებით სავსე სიყვარულის ისტორია