ყველაფერი დაიწყო 2019 წლის 8 ივნისს, მაშინ, როდესაც ბელარუსმა ბიზნესმენმა ლევ დენგოვმა მოსკოვში „Hilton“-ის სასტუმრო თავისი დაბადების დღის წვეულების აღსანიშნავად დახურა, მომღერლის სახით კი რუსული პოპ-ჯგუფი „A-studio” მიიწვია. სწორედ იმ მომენტიდან ქეთა თოფურიასა და ლევის სიყვარულის ისტორია იწყება: ჯერ მიმოწერები და შეხვედრები, მალევე ზღვისპირა სანაპიროებზე დასვენება და 2020 წლის დასაწყისში უკვე საერთო შვილის მოლოდინი, ხოლო წლის ბოლოს, ნოემბრის თვეში ლევმა თავისი მომავალი შვილის დედას ხელი სთხოვა ვიწრო წრეში გამართულ ვახშამზე.
<div></div>
ორი ქორწინება
- ქეთა თოფურიას გაცნობამდე გუზბანდი იგივე ლევ დენგოვი ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. 2013 წელს პირველ მეუღლეს გაეყარა, რომელთან ერთად ბიჭს, ლეონიდს ზრდის; მეორე მეუღლე კი მოდური წვეულებების მოყვარული - ირინა რაკი გახდა. მათი ურთიერთობა ტრაგიკულად დასრულდა: 2015 წელს შეეძინათ გოგონა, რომელიც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა. 2018 წელს ირინამ ერთ-ერთ ტელეშოუში ისაუბრა ლევის მოღალატეობრივ საქციელზე: „სრულიად ჯანმრთელი, ლამაზი გოგონა შემეძინა. სამი თვის რომ გახდა, აცრა გავუკეთეთ, რის შემდეგაც ყველაფერი აირია. პატარამ ვერ შეძლო ძალების აღდგენა და 9 თვეში გარდაიცვალა. როცა ვიმშობიარე, ჩემი ქმარი გვერდით მყავდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ შვილის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა, მიგვატოვა ორივე და გაიქცა. ჩვენ მინსკში ვცხოვრობდით და შემდეგ გადავედით მონაკოში. ის საკმარისად უზრუნველყოფილი იყო და ეს პრობლემები სულაც არ სჭირდებოდა. მონაკოდან ბილეთი მიყიდა და მინსკში გამიშვა. სანამ თვითმფრინავში ვიყავი, ბრძანება გასცა, სახლში ყველა საკეტი შეეცვალათ“ - განაცხადა ლევის მეორე მეუღლემ.
<div></div>
იხილეთ სრულად რატომ შეიცვალა ბიზნესმენმა სახელი და რას საქმიანობს ამჟამად
ასევე დაგაინტერესებთ:
"ადამიკო მშვენიერ დღეს დაიბადა!": ქეთა თოფურიამ შვილის პირველი ფოტო გაასაჯაროვა
წყვილმა სულ რამდენიმე კვირის წინ იქორწინა და ქორწილი ვიწრო წრეში აღნიშნა.
იხილეთ ვიდეო კადრები ქორწილიდან და ორსული ქეთას ცეკვა.
ქეთას მდიდრული აგარაკი წყნეთში.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>