ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი ჯვარს იწერენ,- ამის შესახებ საზოგადოებას პროდუსერმა ნოე სულაბერიძემ "ინსტაგრამ სთორით" ამცნო. ულამაზესი წყვილი მედიაში სულ რამდენიმე კვირის წინ გამოჩნდა და გიორგიმ მათი მოსალოდნელი ჯვრისწერაც დაანონსა.
როგორც ჩანს, წყვილი შეზღუდვების მოხსნას არ დაელოდა და ვიწრო წრეში ჯვირსწერა გადაწყვიტა.
მარიტას ულამაზესი თეთრი კაბა აცვია, გოგონას ხელთათმანები და ფატა საოცრად უხდება. გიორგი კი შავ შარვალ-კოსტუმშია გამოწყობილი, წყვილი ახლა იწერს ჯვარს.
მოდის ქესპერტმა დალი ჩიტალაძემ სავარაუდო ჯვრისწერის შესახებ ხალხს გუშინ აცნობა, თუმცა ასე მალე წყვილის შეუღლებას არავინ ელოდა.
გიორგის და მარიტას ორ-ორი მეჯვარე ჰყავთ, მსახიობმა თავის მეჯვარედ, ანრი ჯოხაძე და ნოე სულაბერიძე არჩია. ჯვრისწერას მსახიობი ანდრია გველესიანი და მისი მეუღლე ესწრებიან.
ჯვრისწერას მომღერალი გიორგი გილიგაშვილი, ნინი ბადურაშვილი, ტელეწამყვანი ირაკლი მაქაცარია, რუსკა ქარქაშაძე და სხვა ქართველი სელებრითები ესწრებიან.
წყვილი ბედნიერებას ასხივებს. Marao.ge ულოცავს გიორგის და მარიტას გაბედნიერებას!
ასევე დაგაინტერესებთ:
"არაჩვეულებრივ საქორწინო დღეებს ვატარებთ" - გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის თაფლობის თვე (ვიდეო)
"გაცნობიდან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო" - გიორგი გასვიანი ქორწინდება, ვინ არის მისი რჩეული?
გიორგი გასვიანისა და მარიტა მელიქიშვილის რომანტიკული ფოტოები
გიორგი გასვიანი და მარიტა მელიქიშვილი 2021 წლის საუკეთესო წყვილად დაასახელეს
"წლის საუკეთესო წყვილის" ახალი ფოტოები