ია ფარულავამ პანდემიიდან გამომდინარე, დაბადების დღე ვიწრო წრეში, მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
მსახიობსა და ტელეწამყვანს ლამაზ დღეს დალი ჩიტალაძე, ნინო ნადირაძე და ნანიკო შუკვანი უმშვენებდნენ.
იამ მეგობრებს მადლობა გადაუხადა, რომ დაბადების დღე ერთად აღნიშნეს: "მადლობა, რომ ძალით გამომათრიეთ სახლიდან", - აღნიშნა იამ.
ნინო ნადირაძის თქმით, ეს მეგობრების პირველი შეკრება იყო 2021 წელს, რადგან პანდემიამ შეუშალათ ხელი.
იამ ტორტი ჩააქრო და სურვილიც ჩაიფიქრა. მეგობრებმა იას ასწავლეს, რომ სურვილის ჩაფიქრებამდე ხელიდან ბეჭედი მოეხსნა. მსახიობის თქმით, დაბადების დღეზე ულამაზესი ტორტი ჰქონდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა მოუმზადა ია ფარულავამ ტარიელ სუარს ვახშმად? - "ტარიელი რომ კბილს დაჰკრავს, ეგრევე გაანადგურებს"
"ნახე, რა მოგიტანე" - რა აჩუქა ია ფარულავამ დაბადების დღეზე ტარიელ სუარის დედას