სკანდალური სასამართლო დავის მოგების შემდეგ ჯონი დეპი თავის მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. ის სიმღერებს წერს ჯეფ ბეკომთან ერთად, რომელიც რამდენიმე წლის წინ გაიცნო და საერთო ალბომის გამოშვება გადაწყვიტეს.
ჯონიმ გიტარისტ ჯეფ ბეკომთან ერთად ახალი ალბომი ცოტა ხნის წინ ჩაწერა და ერთ-ერთი სიმღერა ყოფილ მეუღლეს, ემბერ ჰარდს მიუძღვნა. ამის შესახებ გამოცემა „სანდეი თაიმსი“ წერს.
სიმღერაში დეპი ჰარდს ძაღლს უწოდებს. ტექსტში არის სიტყვები იმის შესახებ, როგორ არ აპირებს ქონების გაყოფას ჰარდისთვის და როგორ შეცდა ის შვიდი წლის წინ, როცა მასზე იქორწინა.