ასტროლოგი ქეთი ვაწაძე 5 ივნისს მოსალოდნელი სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების შესახებ წერს და თვის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვასაც გვთავაზობს:
"5 ივნისს, თბილისის დროით 23:25 წუთზე, ნაწილობრივი მთვარის დაბნელება და ასევე, სავსემთვარეობაა ტყუპები-მშვილდოსნის ღერძზე. ეს დაბნელება ხსნის ე.წ. დაბნელების დერეფანს, რომელიც 5 ივლისს, ისევ მთვარის დაბნელებით სრულდება. ამ დაბნელებებს შორის, 21 ივნისს, ზუსტად ზაფხულის ბუნიაობაზე გვექნება კიდევ ერთი, მზის დაბნელება, რაზეც მოგვიანებით შემოგთავაზებთ პოსტს. მთლიანობაში, წელს სულ 6 დაბნელებაა მოსალოდნელი, რაც იშვიათობაა და ამიტომაცაა ცოტა უჩვეულო, რთული წელია მთლიანად სამყაროსთვის.
იხილეთ: ივნისის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - "ეს თვე ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისი გახდება"
სავსემთვარეობა და, მით უფრო, მთვარის დაბნელება საკმაოდ ემოციური პერიოდია, ვინაიდან უზარმაზარი ენერგია მოდის სამყაროდან, რასთან გამკლავებაც ყველას არ შეუძლია. ბევრთან ის გაღიზიანებას, ფორიაქს, აგრესიას იწვევს. ამიტომაც მატულობს კონფლიქტების, დაპირისპირებების შემთხვევები. ამ დღეებში იყავით თავშეკავებული, ნუ ჩაებმებით კონფლიქტურ სიტუაციებში, გამოიჩინეთ კეთილგონივრულობა. დაბნელების გავლენა უშუალოდ დაბნელების დღემდე რამდენიმე დღით ადრე და ასევე, შემდეგაც შესაძლოა გამოვლინდეს.
იხილეთ: 5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით
მთვარის დაბნელება რაღაცის დასრულებას, ციკლის ამოწურვას გვიქადის. ზოგადად, მთვარის დაბნელების პერიოდში კარგია ზედმეტებისგან, უსარგებლოსგან, დრომოჭმულისგან გათავისუფლება, გასუფთავება. ხშირად მეკითხებიან, რა რიტუალის გაკეთება სჯობს სავსემთვარეობაზე. ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია ფურცელზე ჩამოწეროს ის, რაც მისი აზრით ხელს უშლის წინსვლაში, აღარ მოაქვს მისთვის ის სულიერი კმაყოფილება, რაც ადრე და სურს ამისგან გათავისუფლება. მთვარის დაბნელება სწორედ შესაფერისი დროა. ჩამოწერეთ, რისგან გათავისუფლება გსურთ (მაგ. მოწევა, ალკოჰოლი, ვალები, დეპრესია, უიღბლობა და სხვ.) და დაბნელებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთეთ ამ საკითხებზე კონცენტრაცია, გააცნობიერეთ, რისთვის მოგეცათ ესა თუ ის მოვლენა ან სიტუაცია, გადაუხადეთ მადლობა და გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან, დაწვით ფურცელი და წყალს გააყოლეთ. გაგრძელება