4 მარტს ორმა კურატორმა უელსის პრინცესა დაიანას პორტრეტი კენსინგტონის სასახლის კედლებზე ჩამოკიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ოჯახის ფოტოები იშვიათი არ არის - 1990-იან წლებში დაიანა იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი სამეფო ოჯახიდან, რომლის ფოტოებიც დღემდე აქტიურად ვრცელდება ინტერნეტში.
დაიანა ცნობილი იყო თავისი გავლენიანი იმიჯით. ლონდონში შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის ხელის ჩამორთმევა დაეხმარა დაავადების დესტიგმატიზაციას, ხოლო ანგოლაში ნაღმების მინდორში მისი სეირნობის სურათი მსოფლიოს ცნობიერების ამაღლებას უწყობდა ხელს.
არის სურათები, რომლებიც ასახავს გლამურს და სკანდალს. მაგალითად, ცნობილი შავი კაბა, რომელიც დაიანამ მოირგო მას შემდეგ, რაც პრინცმა ჩარლზმა თავისი რომანი კამილასთან ტელევიზიით აღიარა. ლედი დის ეს კაბა ისტორიაში „შურისძიების კაბის“ სახელით შევიდა.
გადახედეთ პრინცესა დაიანას ყველაზე ცნობილ და გლამურულ კადრებს:
ერთი კაბის ისტორია: პრინცესა დაიანას საკულტო შავი კაბა, რომლითაც მან ტრავოლტასთან ერთად იცეკვა
„ქეითს არ შეუძლია დასაძინებლად დედოფალზე ადრე წავიდეს, გადაიღოს "სელფი“... - ნახეთ, რისი უფლება არ აქვს ქეით მიდლტონს
7 უცნობი ფაქტი ისტორიიდან, როდესაც დედოფალი ელისაბედი ტაბლოიდების განხილვის თემად იქცა