მაიამიში სენსაციური ქორწილის შემდეგ ბრუკლინ ბექჰემი და ნიკოლა პელცი დაუვიწყარ თაფლობის თვეში იმყოფებოდნენ, საიდანაც მათი დაბრუნება Met gala-ს წინა დღეებში იყო ნაწინასწარმეტყველები. მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო 2 მაისს არის დაგეგმილი, სტუმრებს შორის კი ბრუკლინი და ნიკოლაც იქნებიან.
რამდენიმე კვირის წინ ნიკოლა საკურთხევლამდე იტალიური ბრენდის თეთრი ატლასის ჩექმებით მივიდა, ახლა კი ნიუ-იორკში იდენტური სტილის, თუმცა ამჯერად შავი ფერის ფეხსაცმელი მოირგო.