"როცა იჩხუბეთ, ჩემოდანი ჩაალაგე და მიდიხარ…სიყვარული სხვა კი არაფერია…" - ნუკი კოშკელიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს - Marao

"როცა იჩხუბეთ, ჩემოდანი ჩაალაგე და მიდიხარ…სიყვარული სხვა კი არაფერია…" - ნუკი კოშკელიშვილი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

2022-05-09 13:09:05+04:00

მსახიობი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოებას განსაკუთრებით უყვარს. ნუკი საცხოვრებლად ამერიკაში რამდენიმე წლის წინ გადავიდა, როდესაც ბენთან ერთად ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.

ბენი და ნუკი სოციალურ ქსელებში დიდ სიყვარულს იმსახურებენ. ყველაზე მეტად ბენის ვიდეოები მოსწონთ, სადაც ის ქართულად საუბარს და ქართული კერძების დაგემოვნებას ცდილობს.

ამჯერად ნუკიმ "ინსტაგრამზე" სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.

"როცა დასცხეთ, ჩემოდანი ჩაალაგე და მიდიხარ… მერე შემოგეწრუპა, შემოგერიგა და ახლა ხარ “პახმელიაზე” და იმაზე ფიქრი გკლავს, რომ ამოსალაგებელია ჩალაგებული ჩემოდანი… სიყვარული სხვა კი არაფერია… გაჩეჩილი, უმაკიაჟო, ნაბახუსევი და ბავშვობიდან გაცოცხლებული სიმღერა" - წერს ნუკი.

„თქვენც შეგეცვალათ სხეული? მე ყველაზე მეტად მუცლის არეში ვგრძნობ ცვლილებებს... განიერი გავხდი და მკერდიც საგრძნობლად შემეცვალა“ - ნუკი კოშკელიშვილი მშობიარობის შემდეგ სხეულის ცვლილებებზე საუბრობს

 

"ღამეც გამითენებია მუშაობაში და დაღლილიც მოვსულვარ გადაღებიდან, ბავშვთან გატარებული დრო ვერაფერს შეედრება’’ - ნუკი კოშკელიშვილი დედობის შესახებ

 

„ჩემი ცხოვრების სიყვარული... გთხოვ, ყოველთვის მხოლოდ ჩემი იყავი!“ - ნუკი კოშკელიშვილის ემოციური წერილი ბენჯი ხაიმს