გარდაცვალებიდან 40 წლის შემდეგაც კი რომი შნაიდერი კინომოყვარულთა ყურადღების ცენტრში ყოფნას ახერხებს. გერმანელი მსახიობის ირგვლივ გახმაურებულ სკანდალებს შორის ყველაზე ვრცელი მისი და ალენ დელონის ურთიერთობაა.
ცოტა ხნის წინ დასავლეთის ტაბლოიდებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალენ დელონი თანახმაა დოკუმენტურ ფილმში „რომი: 40 წლის შემდეგ“ წაიკითხოს სასიყვარული წერილი, რომელიც თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულს მიუძღვნა.
ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ალენმა ევთანაზია ითხოვა, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და მსახიობს შვეიცარიაში საკუთარი სიცოცხლის დასრულება სურს. მსგავს განცხადებებს ალენის შვილები უარყოფენ და აცხადებენ, რომ დელონის ცხოვრებაში არაფერი მსგავსი არ ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ გულშემატკივრები ალენს რომის ცხოვრების დანგრევის მთავარ მიზეზად მოიხსენიებენ, თავად შნაიდერს მსახიობის მიმართ უდიდესი გრძნობები ჰქონდა, ხოლო ალენი, როგორც ჩანს, ამდენი წლის შემდეგაც ვერ ივიწყებს რომის, რომელსაც ყოველთვის „გერმანელ თოჯინად“ მოიხსენიებს.
„დღე, როდესაც შენ აღარ გენდობი, ჩემს ცხოვრებაში უკანასკნელი იქნება“ - ალენ დელონის და რომი შნაიდერის ლეგენდარული სიყვარულის ისტორია
ალენ დელონის 7 ცნობილი საყვარელი ქალი
5 ცნობილი ლამაზმანის ტრაგიკული სიკვდილი