ჯონი დეპის და მისი ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის საქმე უკვე თვეებია სასამართლოში განიხილება, თუმცა ვარაუდობენ, რომ პროცესები ამ კვირის ბოლომდე დასრულდება. ჯონი დეპმა ემბერის წინააღმდეგ 50 მილიონ დოლარად შეფასებული სარჩელი მას შემდეგ შეიტანა, რაც 2018 წელს „ვაშინგტონ პოსტის“ გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში ჰერდმა აღნიშნა, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ჯონის სახელი არ უხსენებია. მიუხედავად ამისა, დეპი თითქმის ყველა ფილმიდან მოხსნეს, მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი „კარიბის ზღვის მეკობრეებია“, სადაც კაპიტან ჯეკ ბეღურას როლს მარგო რობი შეასრულებს. აღსანიშნავია, რომ მსახიობის მხარე საჯაროდ მხოლოდ „დიორის“ მოდის სახლმა დაიჭირა.
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, „ტვიტერზე“, გაჩნდა უამრავი პოსტი, სახელწოდებით „მე ემბერ ჰერდის მჯერა“, რასაც „ვოგის“ ამერიკულმა გამოცემამ ცალკე სტატია მიუძღვნა და განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესის დასრულებამდე ემბერის მიმართ წამოწყებული აგრესიული კამპანიის დასრულება.
დეპის და ჰერდის საქმის დეტალები აშკარად უკავშირდება ძალადობას და სტრესს. მოწმეები აცხადებენ, რომ წყვილი ჰარმონიული ან მშვიდი ურთიერთობით არ გამოირჩეოდა. რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიმართლის დადგენა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ინტერნეტსივრცეში მილიონობით ადამიანი საჯაროდ უჭერს მხარს ჯონი დეპს, რომელიც პროცესის მოგების შემთხვევაში აღდგენილ რეპუტაციას და 50$ მილიონს მიიღებს.
ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების უმეტესობა დამცინავია და ემბერისკენ არის მიმართული. ჯონის გულშემატკივრები ქალს სახალხოდ ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, პარალელურად კი ჯონი დეპის ქალიშვილს, ლილი-როუზ დეპს ნეგატიურ კომენტარებს უწერენ და სთხოვენ, რომ მამის მხარე საჯაროდ დაიჭიროს.
ყველას ესმის, რომ ჯონი დეპის ფანებს მსახიობი განსაკუთრებით უყვართ, თუმცა ემბერის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რომ ქალი ქმრის მხრიდან დიდი ხნის განმავლობაში იყო ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს განაჩენი არ გამოუცხადებია, ემბერ ჰერდი უდანაშაულოდ ითვლება მის წინააღმდეგ წარდგენილ ყველა ბრალში. ამასთან, ადამიანები, რომლებიც ჰარდს საჯაროდ აბულინგებენ, იმაზე მეტად აზიანებენ მის ფსიქიკურ მდგომარეობას, ვიდრე თავად ჯონი დეპი ახერხებდა ამას.
ემბერ ჰერდი ატირდა, როდესაც გაიხსენა, რატომ დაარტყა პირველად ჯონი დეპმა - გახმაურებული საქმის უცნობი დეტალები
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესები გრძელდება - ემბერი ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით უჩივის
10 ქალი ჰოლივუდიდან, რომლებიც ემბერ ჰერდის ნაცვლად ჯონი დეპს უჭერენ მხარს