11 აპრილს ყოფილი მეუღლეები, ჯონი დეპი და ემბერ ჰერდი, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს სასამართლოს დარბაზში. Reuters-ის ცნობით, შეერთებულ შტატებში მსახიობების მონაწილეობით ცილისწამების საქმის მოსმენა კვლავ მიმდინარეობს.
რამდენიმე დღის წინ ჩატარებული სასამართლო სხდომიდან ინფორმაცია ბოლომდე არ გავრცელებულა, თუმცა, ადვოკატების თქმით, ჯონი დეპმა სასტუმროში ემბერზე ფიზიკურად იძალადა, როდესაც მსახიობს შამპანურის ბოთლი ჩაარტყა და მოკვლით ემუქრებოდა.
დეპმა და ჰერდმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს The Rum Diary-ს გადაღებისას და ოთხი წლის შემდეგ დაქორწინდნენ. ჰერდმა დეპი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 2016 წელს განქორწინება მოითხოვა. მთელი რიგი სასამართლო პროცესების შემდეგ ბევრმა სტუდიამ თქვა უარი ჯონი დეპთან თანამშრომლობაზე.
ჯონი დეპი უამრავი პროექტიდან და კამპანიიდან მოიხსნა, თუმცა ჰოლივუდში კვლავ დარჩნენ ქალები, რომლებიც ემბერის ნაცვლად მას უჭერენ მხარს. მათ შორის ჯონი დეპის ყოფილი სასიყვარულო პარტნიორები, ვინონა რაიდერი და ქეით მოსიც არიან. სიას ასევე უერთდებიან პენელოპე კრუზი, სელმა ჰაიეკი, ლილი როუზ დეპი, ზენდეია, დაკოტა ჯონსონი, ანჯელინა ჯოლი, კირა ნაითლი და ვანესა პარადი.
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესები გრძელდება - ემბერი ყოფილ მეუღლეს ფიზიკური ძალადობის ბრალდებით უჩივის
რაში ხარჯავს ჯონი დეპი თვეში ორ მილიონ დოლარს?
ჯონი დეპის ბოლო სიყვარული ლესბოსელი აღმოჩნდა - ვისთან უღალატა მან მსახიობს?