ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპ-მოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს. მიუხედავად ამისა, სულ ცოტა ხნის წინ თაკომ ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა და თქვა, რომ Body Shaming-ის მსხვერპლია: „მოდის ტენდენციები ბრუნვადია და მოუნდებათ მალე ისევ ჩემი ტიპის მოდელები“ - წერდა ის.
ამჯერად თაკო ნაცვლიშვილი ახალ ფოტოებს ლონდონიდან აქვეყნებს და, როგორც ყოველთვის, გამომწერებისგან უამრავ კომენტარს იმსახურებს: „სასწაული“, „ანათებ ლონდონს“, „ულამაზესი ხარ“ - წერენ თაკოს გამომწერები.