მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი გამომწერებს ხშირად უზიარებს ულამაზეს ფოტოებსა და ვიდეოკადრებს. სულ ცოტა ხნის წინ, გასული წლის აგვისტოში, ნანუკა პირველი შვილის, აივი-ნიკოლის დედა გახდა. მოგვიანებით კი პატარასთან ერთად ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
ნანუკა ყოველი თვის 19 რიცხვს სიმბოლურად აღნიშნავს. საქმე ისაა, რომ ამ დღეს გაიცნო მან თავისი მეუღლე - ნიკა ნაყოფია.
„ჩვენი 19 რიგით მერამდენეა? იყოს მოგონებებისთვის“, - წერს ნანუკა „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ფოტოებზე.