ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა დაქორწინდნენ. კადრები ჯვრისწერის ცერემონიიდან სოციალურ ქსელში მათმა მეგობრებმა გაავრცელეს.
როგორც ცნობილია, წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა. წყვილს 2-2 მეჯვარე ჰყავდა, საკურთხევლამდე კი ლიზა მამამ მიაცილა.
ლიზას და ირაკლის ქორწილს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ წყვილი გადამღებ ჯგუფს საკვებით არ გაუმასპინძლდა, რასაც მალევე გამოეხმაურა ცერემონიის ორგანიზატორი და აღნიშნა, რომ ეს ადამიანი ქორწილში საერთოდ არ იმყოფებოდა.
სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ირაკლი მაქაცარიაც, რომელმაც სოციალურ ქსელში მოკლე პოსტი დაწერა:
"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ ზღვა კეთილი სურვილებისთვის, რასაც მე და ჩემი ლიზა დღემდე ვიღებთ თქვენგან...
ბევრს არ დავწერ იმაზე, რაც “ატყდა” სოცქსელში იმ პოსტზე, რომელიც დაწერა ადამიანმა, რომელიც არც კი იმყოფებოდა ჩვენს ქორწილში, თუმცა გადაწყვიტა მიეღო თავისი კუთვნილი პოპულარობის 5 წთ. სამწუხაროა და ცოტა უხერხულიც" - დაწერა მაქაცარიამ.
ახალი ფოტოები საბერძნეთიდან - ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია თაფლობის თვეს კუნძულზე ატარებენ
პოლიტიკოსები, მოდელები და დიზაინერები ქორწილში - ნახეთ, ვინ ესწრებოდა ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას საქორწინო ცერემონიას
ახალი კადრები ლიზა ჩიჩუას და ირაკლი მაქაცარიას ქორწილიდან - წყვილმა ჯვარი სამების საკათედრო ტაძარში დაიწერა